ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
ფოტო: Warner Bros.
პოტერიადის ჯადოსნურ სამყაროში დაბრუნებამდე იმაზე ცოტა დრო დარჩა, ვიდრე გგონია. ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები აქტიურ ფაზაშია, პირველი სეზონის პრემიერამდე კი წელიწადზე ნაკლები გვაშორებს. ამის მიუხედავად, ჯოან როულინგის წიგნების მორიგ ეკრანიზაციაზე, რომელზეც HBO მუშაობს, მაინცდამაინც ბევრი რამ არ ვიცით — შინაარსობრივ ნაწილზე მაინც. ვიცით მხოლოდ ის, რომ თითოეულ წიგნს სერიალის ერთი სეზონი დაეთმობა და ნაწარმოები მაქსიმალურად ავთენტიკური სახით გაცოცხლდება (რისი გარანტიც თავად როულინგი უნდა იყოს, რომელიც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია).
თუმცა, როგორც შევიტყვეთ, სერიალი პირველივე სეზონში მცირედით გადაუხვევს წიგნს. ლოქს პრეტმა, რომელიც ახალ ეკრანიზაციაში დრაკო მალფოის როლს განასახიერებს, გაამხილა, რომ, ფილმისგან განსხვავებით, მეორეხარისხოვან პერსონაჟებს აქ უფრო მეტად მივადევნებთ თვალს. მისი თქმით, წიგნებში მოქმედება მთლიანად ჰარის გარშემო ვითარდება და ფილმებიც მსგავსადაა გადაღებული, მაგრამ სერიალი უფრო მასშტაბურ სიუჟეტურ ხაზებს მოიცავს.
"ყველა მასწავლებელს მათ პირად კაბინეტებში იხილავთ. ასევე იხილავთ დრაკოს შინაურულ გარემოში. ბევრს არ გაგიმხელთ, მაგრამ [მალფოების] სახლის ამ არაჩვეულებრივი სცენებით ჩასწვდებით, როგორია იგი [დრაკო] სინამდვილეში", — ამბობს პრეტი, — "ვფიქრობ, ფილმებში დრაკო სწორხაზოვნადაა ნაჩვენები და ცინიკოს ბოროტმოქმედად გვევლინება, მაგრამ, რეალურად, უფრო მეტია მოსაყოლი — უნდა გავიგოთ, რატომაა ასეთი. ფილმში კი ეს მხოლოდ გაკვრით ჩანს, მაგალითად, მამამისთან ურთიერთობაში. სერიალი ნამდვილად შესანიშნავი გამოდის, ერთი სული მაქვს, როდის იხილავს მას მაყურებელი".
პრეტის ნახსენები პერსონაჟი, დრაკოს მამა, ლუციუს მალფოი, არც პირველ წიგნში ჩანს და არც მის ეკრანიზაციაში. თუმცა, ჯონი ფლინმა, რომელიც ამ პერსონაჟს სერიალში ასახიერებს, დაადასტურა, რომ იგი პირველივე სეზონიდან გამოჩნდება.
"პირველ წიგნში, ფაქტობრივად, არ ვარ. ლუციუსის ხსენებაც კი არაა [ფილოსოფიურ ქვაში], მაგრამ სერიალში თავიდანვე გამოვჩნდები", — ჰყვება მსახიობი, თუმცა, ამატებს, რომ მაინცდამაინც ბევრი სცენა არ აქვს გადასაღები, — "ასე რომ, უცნაურია, როცა გადასაღებ მოედანზე ერთი დღით ვჩნდები, მერე ერთი თვით ვიკარგები, დაბრუნებულს კი ყველა ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებული მხვდება. თუმცა, გადაღებებზე ძალიან კეთილგანწყობილი გარემოა".
ჯონი ფლინს რამდენიმე თვის წინ "გზა დაულოცა" მისმა წინამორბედმა, ჯეისონ აიზეკსმა (ლუციუს მალფოი კინოეკრანიზაციაში). გველისთავიან კვერთხს უკეთესს ვერავის გადავცემდიო, დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში და რჩევაც მიაყოლა:
"ელფებთან ფრთხილად იყავი, იმ წაწვეტებულყურებიან მოღალატე ნაბიჭვრებთან. ჰოგვორტსში შევხვდებით".
პოტერიადის სერიალის გადაღებებმა სტარტი შარშან ზაფხულს აიღო. ეკრანიზაციაში ლეგენდარულ ტრიოს — ჰარის, რონს და ჰერმიონს — დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ.
რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, მუშაობს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი გახლავთ. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.
ჰარი პოტერის სერიალის პირველ სეზონს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები