პოლიციელები ხალხს სცემდნენ, ემუქრებოდნენ და ძალადობას აგრძელებდნენ მაშინაც კი, როცა დაკავებულებს ხელბორკილები ედოთ — რა წერია CTP-ის ანგარიშში?
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024–2025 წლებში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.
CPT-ის ანგარიშში წერია, რომ 29 ნოემბრის აქციების შემდეგ დაკავებულებმა მასობრივი და მძიმე ძალადობის შესახებ განაცხადეს. ბევრს ჰქონდა ხილული ტრავმები, ზოგს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ისინი აღწერდნენ, რომ ნიღბიანი პირები და პოლიციელები, რომლების იდენტიფიცირებაც ვერ ხდებოდა ჯგუფურად აკავებდნენ ხალხს, სცემდნენ, ემუქრებოდნენ და ძალადობას აგრძელებდნენ მაშინაც კი, როცა დაკავებულებს ხელბორკილები ედოთ. ძალადობა ჩვეულებრივ წყდებოდა, როცა ისინი უნიღბო პოლიციელებს გადაეცემოდნენ.
"ნიღბიანი და კაპიუშონიანი, იდენტიფიკაციის გარეშე მყოფი პოლიციელები ჯგუფურად აკავებდნენ ადამიანებს, ურტყამდნენ მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილში და ემუქრებოდნენ. ასევე ითქვა, რომ ცემა განმეორებით, ერთდროულად რამდენიმე პოლიციელის მიერ, მათ შორის მაშინაც ხდებოდა, როცა დაკავებულებს ხელბორკილები ზურგს უკან ჰქონდათ დადებული. თითქმის ყველა შემთხვევაში ძალადობა წყდებოდა, როგორც კი დაკავებულები უნიღბო პოლიციელებს გადაეცემოდნენ,"— წერია ანგარიშში.
CPT მოითხოვს, რომ პოლიციამ მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა გამოიყენოს, არსებობდეს აქციებში ჩართული ყველა ნიღბიანი პოლიციელის იდენტიფიკაციის საშუალება და მათ გაიარონ აქცია-დემონსტრაციებზე პროტესტის მონაწილეების მართვის ტრენინგი.
კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა დაუსჯელობის პრობლემაზე. მათი განმარტებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) გაუქმება და მისი ფუნქციების პროკურატურაში გადატანა ასუსტებს დამოუკიდებელ გამოძიებას პოლიციის ძალადობაზე.
CPT-მა მოინახულა ციხეები ლაითურში (№1), რუსთავში (№8), ქსანში (№15), ქუთაისში (№2) და გლდანის ციხის საავადმყოფო (№18). ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგადად გადატვირთულობა არ იყო, მაგრამ წერტილოვნად პრობლემა არსებობს და უნდა დაცულ იქნას ნორმა — მინიმუმ 4 მ² არსებობა თითო პატიმარზე.
CPT-ის ანგარიშში წერია, რომ ნახევრად ღია ციხეებში კვლავ მძიმე მდგომარეობაა, არის გადატვირთულობა, ძალადობა პატიმრებს შორის, არაფორმალური იერარქია, აქტივობების ნაკლებობა და კადრების დეფიციტი. CPT მათ შეცვლას პატარა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ციხეებით ითხოვს. მათივე თქმით, დახურულ ციხეებში პერსონალის ძალადობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ №15 ციხეში ხშირია პატიმართა შორის ძალადობა და დაშინება დაბალი ზედამხედველობის გამო.
"ნახევრად ღია ციხეების ("ზონების") დახურვის მიმართულებით პროგრესი არ ყოფილა. ეს დაწესებულებები კვლავ განიცდიან ქრონიკულ პრობლემებს, როგორიცაა გადატვირთულობა, პატიმართა სათანადო განაწილების პოლიტიკის არარსებობა, პატიმართა შორის ძალადობა, პატიმრებს შორის არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქტივობების უკმარისობა და პერსონალის უკიდურესად მცირე რაოდენობა.
CPT-მ ხაზი გაუსვა ამ დაწესებულებების ჩანაცვლებას უფრო პატარა, მოდულური ციხეებით, რომლებიც ორიენტირებულია რეაბილიტაციასა და ინდივიდუალურ აქტივობებზე და მეტი პერსონალით.
CPT-ს არ მიუღია ბრალდებები პერსონალის მიერ პატიმრების არასათანადო მოპყრობის შესახებ, პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევები კი იშვიათი იყო დახურული ტიპის ციხეებში (ციხეები #1, #2 და #8). ამის საპირისპიროდ, #15 ციხეში, სადაც იყო ღია საკნების და აღინიშნებოდა პერსონალის სიმცირე, უფრო ხშირი იყო პატიმრებს შორის ძალადობა და მუდმივი არაფორმალური იერარქია. CPT-მ მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს უფრო მკაცრი ზომები ამ ტიპის ძალადობისა და დაშინების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ნახევრად ღია ციხეებში", — წერია ანგარიშში.
ანგარიშში სასჯელაღსრულების რეჟიმები შეფასდა როგორც ჩავარდნილი — ბევრი პატიმარი დღეში 23 საათამდე საკანშია ჩაკეტილი, ზოგიც თვეებით ან წლებით სამარტოო საკანშია, ხშირად მუდმივი ვიდეოკონტროლით. CPT რეალურ აქტივობებსა და ინდივიდუალურ სასჯელის მოხდის გეგმებს მოითხოვს.
CPT-ის შეფასებით, ჯანდაცვა ზოგადად კარგია, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და დამოკიდებულების მკურნალობა სუსტია, მათ შორის ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის (MOUD) შეზღუდული ხელმისაწვდომობით.
ყველა ციხე სოციალური მუშაკების სიმცირეს განიცდის. №15 ციხეში ადმინისტრაცია იძულებულია პატიმრები ზედამხედველობით სამუშაოებში გამოიყენოს, რაც დაუშვებელია. პატიმრებს უნდა ჰქონდეთ კვირაში მინიმუმ ერთსაათიანი ვიზიტი, ძირითადად ღია ფორმატით.
CPT აღნიშნავს, რომ შემოწმდა ფსიქიატრიული საავადმყოფოები თბილისში, ბათუმსა და ხონში. ბათუმი და ხონი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოში დამამცირებელი პირობებია და სასწრაფოდ საჭიროებს გაუმჯობესებას.
მათი განმარტებით, მკურნალობა დიდწილად ძველ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ეფუძნება, რაც ზრდის გვერდით ეფექტებს. საჭიროა თანამედროვე მედიკამენტები, მეტი პერსონალი და რეაბილიტაცია. პაციენტები ხშირად იხდიან არასასწრაფო სომატური მკურნალობის საფასურს, რაც პრობლემურია. საჭიროა გარეთ გასვლისა და აქტივობების გაფართოება. ანგარიშში ასევე წერია, რომ შეზღუდვის საშუალებები ძირითადად პროპორციულია, მაგრამ ქიმიური შეზღუდვები სათანადოდ არ აღირიცხება.
CPT-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრი "ნებაყოფლობითი" პაციენტი, სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რეალურად თავისუფლებაშეზღუდულია. CPT პაციენტთა უფლებების დაცვას, დამოუკიდებელ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და მკურნალობაზე თანხმობას ითხოვს. მათი განმარტებით, ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კომიტეტი საქართველოში ვიზიტით 2024 წლის 18–29 ნოემბერს და 2025 წლის 21–22 იანვარს იმყოფებოდა.
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
კომენტარები