მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
სარჩელს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი განიხილავდა. სასამართლო მსჯელობდა, მიეღო თუ არა მზია ამაღლობელის სარჩელი არსებითად განსახილველად.
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს საჯარო განცხადების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩიოდა.
სასამართლოს მიმდინარეობისას სიტყვით ისარგებლა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა. მისი თქმით, "ძალაუფლების დემონსტრირებაა ან სასამართლოს უპატივცემულობა, რომ პროცესზე მოპასუხე, ირაკლი კობახიძე არ იმყოფება. ამაღლობელის სიტყვას "ნეტგაზეთი" ავრცელებს:
"ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე.
დავის ავტორი მე ვარ. ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი.
მოპასუხე მხარე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.
საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა.
რატომ მოვიდა ეს საქმე სასამართლომდე: ერთი განცხადებიდან ამონარიდს წავიკითხავ, კობახიძისა: "ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი."
აღარ გავაგრძელებ და არც სხვა განცხადებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტი ბუნებაში ასეთი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა, კითხვა მაინც დაისვას სასამართლოში, როდესაც ბატონი კობახიძე ამ განცხადებებს აკეთებდა, ეს იყო გააზრებული თუ დაუდევრობა იყო? გადაამოწმა? რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის.
დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება. დაადგინოს სასამართლომ, ეს იყო მიზანმიმართული თუ დაუდევრობის შედეგი.
ძალაუფლების დემონსტრირებაა თუ სასამართლოს უპატივცემულობა, რომ აქ [დარბაზში] მოპასუხეს ვერ ვხედავ?", — განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან სამთავრობო ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვდა, სადაც ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელი "სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს", "მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი" და ასრულებდა "კონკრეტულ დაკვეთას"
2025 წლის 10 ივლისს ირაკლი კობახიძემ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი დასდო საქართველოს "ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების" დაკვეთის შესრულებაში. მანამდე, 16 აპრილს მან "რუსთავი 2"-ის ეთერშიც თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები