ორთვიანი განშორების შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან შერიგდა.

"როცა ანამ საჯაროდ გამოაცხადა ჩვენი დაშორების შესახებ, მე პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად ვიყავი... ყველანაირად ვეცადე, მოვლენები ასე განვითარებულიყო [რომ შევრიგებულიყავით] — ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის შენარჩუნების კიდევ ერთი შანსი მომეცა," — განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ფაშინიანსა და ჰაკობიანს ოთხი შვილი ჰყავთ. ფაშინიანმა ადრე განმარტა, რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილან, რადგან ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და შიშობდა, რომ ხელისუფლება მასზე იერიშს მიიტანდა, რაც მათ საერთო ქონებას რისკის ქვეშ დააყენებდა.

27 თებერვალს, ანა ჰაკობიანმა ურთიერთობის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტით გვამცნო.