რესან ქიქავა: ეკითხებიან, რატომ აღარ "ვჩანვარ"? ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
"ექსპო-ჯორჯიას" დირექტორი, ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ აღარ ჩანს სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში. მისი თქმით, ამის მიზეზი ახალი კანონია, რომლითაც "ბიზნესმენს წაერთვა, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება". მისივე თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გულისხმობს ჯარიმას, ბიზნესის ლიკვიდაციას და თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
"არ მეგონა, რომ ამის ახსნა დამჭირდებოდა.
თუმცა როგორც ჩანს ბევრს გამორჩა, თუ ვერ მიხვდა რა მოხდა და მეკითხებიან, რატომ აღარ "ვჩანვარ" სამოქალაქო/პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ აქვე დავწერ.
ცოტა ხსნის წინ, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, უკრძალავს ბიზნესის წარმომადგენელს, ნებისმიერ საჯარო აქტივობას, რაც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის ამჟამინდელ საქმიანობასთან.
კიდევ უფრო მარტივად, ბიზნესმენს წაერთვა, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება…
ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ "სიმძიმეს" ანიჭებს კანონმდებელი ბიზნესმენის მხრიდან ასეთ, "საზოგადოებისთვის საშიშ" ქმედებას. თუ, ზოგადად კანონმა საკმარისად არ აღგაშფოთად, სავარაუდოდ თავში გაგიელვებთ ადმინისტრაციული კოდექსი, ჯარიმა.
მაგრამ შეცდებით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა — ჯარიმაც, ბიზნესის ლიკვიდაციაც და თავისუფლების აღკვეთაც, ვადით…4 წლამდე.
ბიზნესის დახურვა და თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე… აზრის საჯაროდ გამოხატვისთვის.
ანტიკონსტიტუციურია? წარმოუდგენელია? როგორ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს? ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს სამწუხაროდ ვეღარ მოგახსენებთ.
ჩემი სამოქალაქო აქტივობის ერთადერთი მიზანი იყო, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბიზნეს საზოგადოებაში, გაზრდილიყო სამოქალაქო თვითშეგნება, გაჩენილიყო სოლიდარობის განცდა, რომ ყველას ერთად დაგვეცვა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დაგვეცვა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის "იდეა", რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და დაგვეცვა ის ადამიანებიც, ვისთვისაც მხოლოდ კარგი გვემეტება.
ბევრმა მომისმინა, გაიზიარა ჩემი ხედვა და მხარი დამიჭირა, რისთვისაც მადლობელი ვარ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც მიმტკიცებდა რომ ბიზნესმენმა, ბიზნესს უნდა მიხედოს და საზოგადოებრივი, სამოქალაქო, პოლიტიკური ცხოვრება მისი საქმე არ არის…
"ამ ქვეყნის შვილობის" და "საქართველოს გაუმარჯოს" სენტიმენტებს თავი რომ დავანებოთ, როცა გადასახადებს იხდი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა შენს ბიზნესზე პირდაპირ, თუ ირიბად აისახება, ქალაქის ჰაერს სუნთქავ, აქვე საკვებს მიირთმევ, სახელმწიფო სერვისებით და ინფრასტრუქტურით სარგებლობ…
შენი თანამშრომლები, მომხმარებლები, პარტნიორები, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ამ სივრცეში არიან, ამ განათლებით, ჯანდაცვით სარგებლობენ, ეს არაფერი არ გეხება? კეთილი. არ მინდა ვინმეს ქმედება, თუ უმოქმედობა განვსაჯო. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, საზრუნავი და გადაწყვეტილებები. მეც ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები ვაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად", — წერს რესან ქიქავა.
მიმდინარე წლის მარტში ოცნებამ "გრანტების შესახებ" კანონში, სისხლის და ადმინისტრაციული სასამართლოს კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა.
საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში მეწარმე იურიდიული პირის "პოლიტიკურ აქტივობაზე" სასჯელი მკაცრდება. ბიზნესსუბიექტებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში — სისხლის სამართლის.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა. აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები, ინდმეწარმეები [...] პირველ ჯერზე, პასუხისმგებლობა 20 000-ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო შემდგომი ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ანუ, თუ იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია, მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს. სახდელდადებულობა გულისხმობს სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედების ჩადენას. შემოთავაზებულია მუხლი, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით", — თქვა პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს.
თავდაპირველად, "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით ბიზნესსუბიექტებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის 20 000 ლარი იყო, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 40 000.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები