სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
სკუტ სკუტის ისტორია იწყება მარტივი, მაგრამ ძლიერი ემოციით — ორბორბლიანი ტრანსპორტის სიყვარულით. სწორედ ამ ინტერესმა და გატაცებამ ჩაუყარა საფუძველი იდეას, რომელიც დღეს საქართველოში მოტოინდუსტრიის წამყვან ბრენდად არის დამკვიდრებული.
კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხნის მეგობრები გიორგი მონავარდისაშვილი და გიორგი ფოფორაძე არიან, რომლებმაც ორბორბლიანი ტრანსპორტით გატაცებაში ბიზნეს შესაძლებლობა დაინახეს. სკუტერებთან მათი პირველი კავშირი აზიაში, კერძოდ ინდოეთში მოგზაურობისას შედგა, სადაც ეს ტრანსპორტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
საწყის ეტაპზე სკუტ სკუტმა საქმიანობა გაქირავებით დაიწყო და პირველი ლოკაცია თბილისში — ფაბრიკაში გაიხსნა. თავდაპირველად, კომპანია ტურისტულ სეგმენტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მალე სამიზნე აუდიტორიაში ქალაქის მაცხოვრებლებიც მოექცნენ.
“მახსოვს, ვმსჯელობდით, უნდა გვეთანამშრომლა უკვე არსებულ იმპორტიორებთან და მათი სკუტერები გაგვექირავებინა, თუ თავად გვეცადა ორთვლიანი ტრანსპორტის ჩამოყვანა. საკმაოდ აქტიურად ვლობირებდი იმ აზრს, რომ საკუთარი ძალებით გვემოქმედა და საბოლოოდ ასეც მოვიქეცით. ეს გადაწყვეტილება სკუტ სკუტისთვის ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა — ერთი პატარა კონტეინერი შევუკვეთეთ იაპონიიდან, როგორც გაქირავებისთვის, ისე გასაყიდად.” — გიორგი ფოფორაძე
როგორც ხშირად ხდება სტარტაპების შემთხვევაში, რეალობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კომპანიის ფორმირებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაქირავების ბაზარს საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ პოტენციალი არ ჰქონდა. იმავდროულად, კომპანიამ მნიშვნელოვანი რამ შეამჩნია — ადამიანებს, რომლებიც სკუტერს ქირაობდნენ, მალევე ხდებოდნენ მისი ყიდვის მსურველები. სწორედ აქედან დაიწყო სკუტ სკუტის ტრანსფორმაცია რითეილ ბიზნესად.
გზა მარტივი არ ყოფილა. ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩანასახში იყო და ბევრი ვერ ხედავდა მის რეალურ პოტენციალს. სკუტ სკუტისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა ფინანსური პარტნიორი იპოვა — ეს პროკრედიტ ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიის პოტენციალი დაინახა და მხარიც დაუჭირა. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო უფრო სწრაფი ზრდა: გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, გაიხსნა ახალი ფილიალები და სკუტ სკუტი თანდათან ჩამოყალიბდა ძლიერ ბრენდად ქართულ ბაზარზე.
დღეს სკუტ სკუტი არის მოტომაღაზია, სადაც მომხმარებელი იღებს სრულ გამოცდილებას — დაწყებული ტრანსპორტის შერჩევით, ჩაფხუტებისა და აქსესუარების დიდი არჩევანითა და სერვისით დასრულებული.
სკუტ სკუტი უკვე წლებია ავრცელბს და ქმნის მოტო კულტურას საქართველოში. დამწყებებს აქ ყოველთვის ურჩევენ, დაიწყონ დაბალი კუბატურის ტრანსპორტით, რათა ეტაპობრივად შეისწავლონ მართვა და შემდეგ სურვილისამებრ გაზარდონ ძრავის მოცულობა.
თუმცა, სკუტ სკუტისთვის ბიზნესი მხოლოდ გაყიდვები არ არის. მიზანი თავიდანვე განსხვავებული კულტურის კომპანიის შექმნა იყო, ისეთი გარემოს, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებსა და საუკეთსო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და სადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ერთ საერთო ღირებულებას — თავისუფლებას იზიარებენ.
კომპანიის ფილოსოფია სამ ძირითად ფასეულობას ეფუძნება — თავისუფლებას, მეგობრობასა და მოძრაობას. მათი ხედვით, ორბორბლიანი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ქალაქის განტვირთვის, გათავისუფლებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზაც.
“ჩვენ გვჯერა, რომ ორბორბლიან ტრანსპორტს შეუძლია დიდი ცვლილების მოტანა და გადაადგილება უფრო სწრაფი, ხალისიანი და სასიამოვნო გახდეს. სკუტ სკუტის სლოგანი — მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით ყველაფერს აერთიანებს, მიზანსაც, რომ ქვეყანაში ბევრი ორბორბლიანი ტრანსპორტი იყოს. ესაა მოწოდება ყველასთვის, ვისაც სურს საქართველო უკეთესობისკენ შეცვალოს”. — გიორგი ფოფორაძე.
2026 წელი სკუტ სკუტისთვის განსაკუთრებულია — კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში სკუტ სკუტმა შეძლო, ჩამოყალიბებულიყო როგორც აზრის ლიდერი ინდუსტრიაში — კომპანია, რომელიც მომხმარებელს არამხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს.
სკუტ სკუტის სამომავლო გეგმები რეგიონულ დისტრიბუციას უკავშირდება. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატარა იდეა, თუკი მას თან ახლავს მოქმედება, შეიძლება გადაიქცეს ერთ დიდ შესაძლებლობად.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები