წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის
"წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა", — საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერინსკის განცხადებას ღია წერილით ეხმაურება. მისივე თქმით, "სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა".
ირაკლი კირცხალიას ღია წერილს სრულად გთავაზობთ:
"ბატონო პაველ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ.
სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ისევე, როგორც ლგბტქ+ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებულნი ვართ კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონებამოწამლულ, რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ, რეალურად კი, ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან.
თქვენივე განცხადებებით, ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავ ფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში, იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად კი შეიძლება მივიჩნიოთ.
ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელ მომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან ლგბტქ+ პროპაგანდა და ასევე, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები.
თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე. მანამ, სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩი კი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა.
უფრო მარტივად რომ განვმარტოთ თქვენი გზავნილის შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს — ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ვხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება "დიფ სთეითის" ხელწერა და გავლენა.
რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და ქართული ოცნების მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მანამ, სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას.
დასასრულ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება "დიფ სთეითის" მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს", — წერს კირცხალია.
ცნობისათვის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყანაში არსებულ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა. დიპლომატის განცხადებით, საქართველო აღარ მიჰყვება იმ ტრაექტორიას, რომელიც მის დასავლურ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა.
ელჩის ხედვით, ხელისუფლების მიერ არჩეული ალტერნატიული, ავტორიტარული მართვის სტილი ქვეყანას ევროპული პერსპექტივისგან აცალკევებს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები