ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ქონება
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. ასევე მას ჩამოერთვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, ესტეფონას მუნიციპალიტეტში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.
რას ედავებოდნენ ჯუანშერ ბურჭულაძეს?
პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძეს დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა ხელშეკრულებებით შეძენილი საქონლის ღირებულება, რითაც თავდაცვის სამინისტროს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7 880 786 ლარის ოდენობის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ასევე ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მეუღლესთან ერთად, ესპანეთში 544 000 ევროდ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით შეიძინეს. აღნიშნული თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით კი ბრალდებულის მეუღლესა და მესამე პირს შორის დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, ისე, რომ რეალურად ეს ქონება არ გასხვისებულა. თანხის უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.
გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძის განაჩენი:
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძეც დამნაშავედ ცნო.
გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ვასილ მხეიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და "დ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 339’-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
კომენტარები