ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" (IT) კომუნიკაციების კომისიის წევრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. და წერს, რომ საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც ოცნების პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრებს პარტიასთან და მათივე პროპაგანდისტულ მედიებთან დაკავშირებული პირები განიხილავენ.
IT წერს, რომ კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა ქართული ოცნების ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ გადაიბარა. კომისიის კიდევ ერთი წევრი — ანი ვაზაგაშვილი პარლამენტმა 15 აპრილს 6 წლის ვადით დაამტკიცა, რომელიც კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს ჩაანაცვლებს.
ანი ვაზაგაშვილი — პროსამთავრობო ტელევიზია "იმედის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და ასევე პროსამთავრობო "მაესტროს" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. მანამდე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
ორგანიზაციის თქმით, კომუნიკაციების კომისია კანონით ხელისუფლებისგან და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრი უნდა იყოს. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომისიას ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად იყენებს.
ახალი თავმჯდომარის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა მოლოდინი და საფრთხის განცდა, რომ კომუნიკაციების კომისია უფრო მეტად მოექცევა პარტიული გავლენის ქვეშ, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება კრიტიკული მაუწყებლების პარალიზებას შეეცდება.
8 აპრილს კრიტიკული ტელევიზიები კონკრეტული სიტყვების გამოყენებისთვის გააფრთხილეს. ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას.
"კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას ზედიზედ 3 ვადით 2017 წლიდან თავმჯდომარეობდა (9 წელი). თავმდჯომარეობისას ის უკრაინამ და ლიეტუვამ დაასანქცირეს, ასევე, 2025 წლის თებერვალში, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ქართული "ოცნების წევრებისა" და მათთან დაკავშირებული ელიტის, მათ შორის, კახა ბექაურის დასანქცირებაც მოითხოვა.
ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა ქართული ოცნების ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ გადაიბარა. გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად 6 წლის ვადით პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტიკცა. იგი საქმიანობას 2026 წლის 26 იანვრიდან შეუდგა და 29 იანვარს 3 წლის ვადით უკვე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. გულორდავასთან ერთად კომუნიკაციების კომისიის წევრობა კიდევ ორ კანდიდატს — საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილსა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსამთავრობო "იმედის" მფლობელი კომპანიის შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%-იანი წილის მფლობელი კომპანიის - შპს "პრაიმ მედია გლობალის" 100%-იანი წილის მფლობელი — ილია მიქელაიშვილს სურდათ.
კომისიაში გადანაცვლებამდე გულორდავა 2023-2025 წლებში სანქცირებულ "იმედში" ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეწეოდა. 2020-2025 წლებში მას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ გენერალური დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი - შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობაც ეკავა. სატელეკომუნიკაციო და მედია სფეროსთან მისი შემხებლობა და კავშირი სწორედ ამით და 2009-2011 წლებში შპს "მედია ალიანსის" იურისტად მუშაობით შემოიფარგლება.
გულორდავა, რომელსაც კანონმდებლობით პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია აკისრია, 2016-2020 წლებში, საქართველოს პარლამენტის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი იყო ქართული ოცნებიდან. უფრო ადრე, 2013-2016 წლებში კი, წალენჯიხის მუნიპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა და ასევე ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. გულორდავა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატიც იყო, თუმცა იგი მეორე ტურში, ოპოზიციონერ კანდიდატ, გია ხარჩილავასთან დამარცხდა.
წასრულში გულორდავას პრობლემები ჰქონდა მართლმსაჯულებასთან. 2007 წელს, იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.
საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წლის ნოემბერში, გულორდავას მამა, გია გულორდავა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად
რაც შეეხება კომისიის დანარჩენს წევრებს, პარლამენტმა 15 აპრილს კომისიის ახალ წევრად მომდევნო 6 წლის ვადით ანი ვაზაგაშვილი დაამტკიცა. ის კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს ჩაანაცვლებს.
ანი ვაზაგაშვილი — პროსამთავრობო ტელევიზია "იმედის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და ასევე პროსამთავრობო "მაესტროს" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. მანამდე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრებს ქართულ ოცნებასთან და მათივე პროპაგანდისტულ პროსამთავრობო მედიებთან ღიად დაკავშირებული პირები განიხილავენ და გადაწყვეტილებებსაც პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად იღებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა 8 აპრილს, როდესაც კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა, რითაც ქვეყანაში ცენზურის დაწესებისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა.", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტზე ხარჯების ზრდის გამო Meta 8,000 თანამშრომელს ათავისუფლებს ხელოვნურ ინტელექტზე ხარჯების ზრდის გამო Meta 8,000 თანამშრომელს ათავისუფლებს
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშილი: ეს კაცი [მდინარაძე] 8 თვეში გახდა გაპანღურებული გენერალი ლევან ხაბეიშილი: ეს კაცი [მდინარაძე] 8 თვეში გახდა გაპანღურებული გენერალი
გადახედვა
კომენტარები