ლევან ხაბეიშვილი

24 Apr. 2026, 13:37

"ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი... ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ? 31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არა უშავს. ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, არავისთვისაა კარგი, ოპოზიციას არ ვყოფ ამ და იმ მხარეებად, თქვენი ნაწილი ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ და ასე გაიგეთ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო მიუსაჯეს — სააკაშვილს ვგულისხმობ, 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  4. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში NASA მთვარეზე უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ამ…