დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
თუ გაზიანი სასმელი, წვენები და, ზოგადად, ტკბილი სითხეები გიყვარს, მაგრამ თან ცდილობ, დამატებული შაქარი არ მიიღო, ასეთ დროს ახლად დაწურული ხილის წვენი იდეალურ ალტერნატივად გეჩვენება — სურვილსაც გიკმაყოფილებს და თან ჯანსაღია.
პრინციპში, ასეც არის — ხილია, ვიტამინებია — თითქოს, ცუდი არ უნდა იყოს.
მაგრამ ყველაფერი ისე მარტივადაც არ არის, როგორც ჩანს.
ხილის ჭამა და მისი დალევა ერთი და იგივე არ არის. როცა ხილს მთლიანად ვჭამთ — იქნება ეს ვაშლი, ატამი თუ ფორთოხალი — ორგანიზმი მას განსხვავებულად ამუშავებს. მთავარი მიზეზი კი ბოჭკოა, რომელსაც წვენის გამოწურვისას თითქმის მთლიანად ვკარგავთ. არადა, სწორედ ის ანელებს სისხლში შაქრის შეწოვას, რის გამოც ენერგიასაც თანაბრად ვიღებთ და დანაყრების შეგრძნებაც უფრო ხანგრძლივად გვაქვს.
ფოტო: Freepik
წვენის შემთხვევაში კი შაქარი (მართალია, ბუნებრივი, მაგრამ მაინც) ორგანიზმში უფრო კონცენტრირებული ფორმით ხვდება და სწრაფადაც შეიწოვება. ამას ემატება ისიც, რომ, მაგალითად, ერთი ჭიქა წვენის მისაღებად, ხშირად რამდენიმე ხილია ხოლმე საჭირო. საბოლოოდ კი, ერთი ჭიქა ვაშლის წვენისგან იმაზე მეტ შაქარს ვიღებთ, ვიდრე ერთი ვაშლის ჭამის შემთხვევაში.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ნიუანსი — როცა ხილს ვჭამთ, ვღეჭავთ, დროს ვუთმობთ და გემოს ვგრძნობთ, ორგანიზმს ვეხმარებით, დროულად გაიაზროს, რომ საკვები მიიღო. წვენის შემთხვევაში ამ ეტაპებს ვტოვებთ — სწრაფად ვსვამთ და სხეული რეაგირებასაც ვერ ასწრებს.
ეს არ ნიშნავს, რომ ახლად დაწურული წვენები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. ხილის წვენიდამატებული შაქრით სავსე სასმელების ნამდვილად უკეთესი ალტერნატივაა . პრობლემა მაშინ იწყება, როცა მას ხილის სრულფასოვან შემცვლელად ვიღებთ.
ხილის ჭამა ნამდვილად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი დალევა.
თუმცა, როცა ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას ვცდილობთ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კატეგორიულად კი არ ავუკრძალოთ თავს რამე, არამედ უკეთ გვესმოდეს, რას ვირჩევთ.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები