ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტებს აქვეყნებს. გასული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზრდის პროგნოზირებადობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემოს.
ეროვნული ბანკი დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს და ამჯერადაც ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 2026-2028 წლებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები განისაზღვრება.
ახალი დოკუმენტი წინა წლების საზედამხედველო სტრატეგიების მსგავსად პროაქტიული, მომავალზე ორიენტირებული და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული იქნება.
საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:
- საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითად მიმართულებებს;
- საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ნაკისრ ვალდებულებებს;
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზს;
საზოგადოებისა და სექტორისგან მიღებულ მოსაზრებებს; - საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებს, არსებულ რისკებსა და გამოწვევებს.
ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს საერთო ხედვაზე ორიენტირებული, ინკლუზიური და კონსულტაციების საფუძველზე შედგენილი. იმისათვის, რომ სტრატეგია ასახავდეს როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, ისე მომხმარებლების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვასა და რეკომენდაციებს - ეროვნული ბანკი შესაბამის კითხვარს აქვეყნებს. კითხვარის ფარგლებში დაფიქსირებული მოსაზრებებით, თითოეული ჩართული პირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. აღნიშნული ეროვნულ ბანკს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვროს სტრატეგიის დოკუმენტში პრაქტიკული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები.
2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით, კითხვარის მეშვეობით, მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 23 იანვრისა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები