თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს
22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები აღარცაა საინტერესო, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასკუა წერს. ვრცელ პოსტში თარაშ პაპასკუა აღნიშნავს, რომ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს.
"22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. ოჯახთან ერთად, საბოლოოდ ვბრუნდები საქართველოში. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო. გეგმებზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის.
რაც შეეხება კორეაში საქართველოს ელჩობას (პირველი ქვეყანა ელჩის რანგში), ეს იყო მართლაც გამორჩეული პატივი და პასუხისმგებლობა. ამ შესაძლებლობისთვის და ჩემი კანდიდატურის წარგენისთვის ყოფილ მინისტრს ილია დარჩიაშვილს მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო!
ჩრდილოეთ აზიის ამ მართლაც უძველესი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაში, რომელიც დღეს აზიაში მე-4 ეკონომიკაა, ჩემს საქმიანობას დიდი შემართებით, ენთუზიაზმითა და მონდომებით შევუდექი.
კორეა მართლაც გამორჩეულია ბევრი თვალსაზრისით. ყველაზე მთავარი კი, ალბათ არის ის, რომ კორეელმა ხალხმა შეუძლებელი შეძლო და სულ რაღაც სამოცდაათი წლის წინ, კორეის ომის დასრულების დროს (1950-1953) ერთერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან, დღეს მსოფლიოში ერთერთ ლიდერ სახელმწიფოდ გვევლინება როგორც დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცების, ასევე ინოვაციებისა და მომავლის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების კუთხით. უძველესი და ულამაზესი კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიოში კორეული კულტურის, ე.წ. k-pop-ის, k-drama-ის, k-beauty-ისა თუ k-food-ს ვირუსული გავრცელება ხომ თავისთავად ცალკე აღფრთოვანებისა და დაფასების საგანია.
საქართველო-კორეის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვფიქრობ განვლილი სამი წელი არც თუ უშედეგო იყო, გვქონდა ბევრი წარმატებაც, ასევე იყო წარუმატებლობაც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მსოფლიო გეო-სტრატეგიული ვითარება წარმოუდგენლად შეიცვალა, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზეც (აშშ-ჩინეთის სტრატეგილი კონკურენცია; რუსეთის ღია აგრესია და დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ; რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია; რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა ჩრდილოეთ კორეასთან, რითაც ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის რისკი კრიტიკულად გაიზარდა; ახალი ცხელი წერტილები ჩვენსავე რეგიონსა და სამეზობლოში).
ამასთან, მიუხედავად მართლაც ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისა, საქართველო-კორეის კონტექსტში, რაც საჯარო ინფორმაციაა, 2023 წელს, სამწუხაროდ ვერ დავუჭირეთ მხარი "მსოფლიო ექსპო 2030"-ის არჩევნებში ქ.ბუსანის კანდიდატურას, რომელიც კორეისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პრიორიტეტიც კი იყო. რა თქმა უნდა, ქვეყანას ყოველთვის უწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე პარტნიორის სასარგებლოდ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იმ დროს, როგორც ახლად დანიშნულ ელჩს, ძალიან კარგად მახსოვს რამხელა ძალისხმევა, დრო და რესურსი დაუთქმო კორეამ კონკრეტულად ამ საკითხს და შესაბამისად, დროც ბევრი დაიკარგა ომრხრივი ურთიერთობების დინამიკაში.
ასევე, 2024 წლის 3 დეკემბერს, კორეაში მოხდა ის, რაც ბოლო 40 წელი არ მომხდარა —- გამოცხადდა საგანგებო საომარი მდგომარეობა, რომელსაც მოყვა პრეზიდენტის მყისიერი იმპიჩმენტი, თანმხლები მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება არჩევნების გზით 2025 წლის 3 ივნისს.
სამწუხაროდ, არც ჩვენს ქვეყანაში განვითარებული შიდა პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა სახარბიელო. ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი, მნიშვნელოვნად დაზიანდა.
და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე, მოკლედ ვიტყვი რისი მიღწევა მოხერხდა:
— კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, აღვადგინეთ სეული-თბილისის პირდაპირი ჩარტერული ფრენები; სამ წელიწადში პრაქტიკულად გაოთხმაგდა კორეელი ვიზიტორების რაოდენობა;
— 8 თვეში წარმატებით დასრულდა კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
— 2024 წლის ნოემბერში, კორეამ ოფიციალურად რეზიდენტ საელჩოს სტატუსი მიანიჭა საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თბილისში; KOTRA-ს ოფისიც გაიხსნა 2025 წლის ნოემბერში.
და რაც ასევე ერთერთი მნიშვნელოვანია, 2025 წლის 3 ივნისს, 17 წლის მანძილზე პირველად, კორეამ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კორეელ კოლეგებს და პარტნიორებს მათი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის.
ასევე მადლობას ვუხდი კორეელ ხალხს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი სითბოსთვის, ყურადღებისა და ზრუნვისთვის.
ამ დროის განმავლობაში უამრავი კორეელი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება.
გულითადი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე, კორეა!", — წერს სოციალურ ქსელში სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასკუა.
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები