ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოში სტაბილურად იზრდება. ეკოლოგიური უპირატესობები, საწვავისა და მომსახურების დაბალი ხარჯები მიმზიდველი ფაქტორებია, თუმცა მომხმარებლებს ხშირად აღელვებთ ის ფაქტორი, რომ ელექტრიფიცირებული მოდელების ღირებულება უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ვოლვო ქარ საქართველომ გადაწყვიტა, ელექტრომობილების მყიდველებს ხელშეკრულებით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ფასად ჩაიბარებს კომპანია ავტომობილს 1, 2 ან 3 წლის შემდეგ, თრეიდ-ინის შემთხვევაში. თანხა წინასწარ ფიქსირდება და პრაქტიკულად გათანაბრებულია შიგაწვისძრავიანი მოდელების ღირებულებასთან.
ფოტო: თეგეტა
თორნიკე იკაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი: "ჩვენი შეთავაზება მომხმარებელს შეძენის დღიდანვე აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. ამ გზით მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შემცირდება და მომდევნო წლებში, ვოლვოს ელექტრო ავტომობილების ჩანაცვლების შემთხვევაში, შიგაწვისძრავიან მოდელებთან გათანაბრებული იქნება.
ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობას ელექტრომობილების მიმართ, ხელს უწყობს ლოიალობის ზრდას და არჩევანს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს. რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომობილის შეძენას მეტად კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს ხდის“.
შეთავაზება ვოლვოს ყველა ელექტრულ ავტომობილზე ვრცელდება და მოქმედებს მხოლოდ ვოლვო ქარ საქართველოსთან თრეიდ-ინის განხორციელებისას — როდესაც მომხმარებელს შვედური ბრენდის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება სურს.
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა — მუდმივად მცირდება დატენის დრო, იზრდება ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, იხვეწება უსაფრთხოებისა და ენერგომოხმარების სისტემები. ბაზარზე ახალი, უფრო თანამედროვე მოდელების გამოჩენა კი ბუნებრივად ამცირებს წინა თაობების საბაზრო ღირებულებას, უფრო მკვეთრად, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უკვე შედარებით შენელებულია, ფასი კი იმდენად სწრაფად აღარ მცირდება.
ვოლვო ქარ საქართველომ ამ ტენდენციას ინოვაციური შეთავაზებით უპასუხა, რათა ელექტრომობილების შეძენა კიდევ უფრო მარტივი, მიმზიდველი და ფინანსურად სტაბილური გახდეს. პროგრამა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის, როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები