სუხიშვილების მუსიკა: რიტმი, რომელიც სცენას გასცდა — საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, წლებია საქართველოს კულტურულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს არის ანსამბლი, რომელიც ძველისა და ახლის სინთეზით არ წყვეტს განვითარებას და ინარჩუნებს ნოვატორობას.
სწორედ ეს საერთო ღირებულებები აკავშირებს საქართველოს ბანკთან. სპონსორთან, რომელიც ნებისმიერ წამოწყებაში ანსამბლის ნომერ პირველი მხარდამჭერი და პარტნიორია.
სუხიშვილების თითოეული წარმოდგენა ერთგვარი დიალოგია ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. რევოლუციური სულისკვეთება და ინდივიდუალიზმი მუდმივად გასდევდა და გასდევს სუხიშვილების ისტორიას წარსულიდან დღემდე. 80 წლის შემდეგაც, მათი შემოქმედება ისევ ისეთი ამბიციური, ცოცხალი და მრავალფეროვანია, როგორც ანსამბლის დაარსების პირველ წლებში იყო.
სცენაზე ყველაფერი ჰარმონიაშია. დახვეწილ ქორეოგრაფიასა და ჰაეროვან, ფარფატა კოსტიუმებს ერწყმის მუსიკა, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ანსამბლი. ეს არის ხელოვნება, რომელიც არ ცნობს დროს, პირიქით როგორც ნამდვილ ლიდერს შეეფერება მუდმივად უსწრებს ეპოქას და ქმნის სრულიად ახალ რეალობას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სუხიშვილები განსაზღვრავენ ქართული ცეკვის მომავალ ტენდენციებს.
სუხიშვილების მუსიკას კი სრულიად ახალ განზომილებაში გადავყავართ. ყოველი რიტმი, ყოველი მელოდია თითქოს ცეკვის გაგრძელებაა. მუსიკალური კომპოზიციები, ტრადიციული ინსტრუმენტების თანამედროვე ჟღერადობას ერწყმის და ქმნის ენერგიას, რომელიც თითოეულ მსმენელში გამორჩეულ ემოციებსა და მოგონებებს აღვიძებს.
ამიტომაც რა გასაკვირია, რომ საცეკვაო მუსიკა სცენას გასცდა. ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ცეკვას ასულდგმულებდა, დღეს მანქანაში, სეირნობისას, ყურსასმენებში, ცალკეულ ჰიტებად ისმინება. მაგალითად: „არტეფაქტები“, „კინტრიში“, „ნანილა“ და სხვა ჰიტები.
სანამ თანამედროვე მელოდიებამდე მივალთ, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ თავდაპირველად საცეკვაო მუსიკა როგორც ცალკეული ჟანრი არ არსებობდა. ვინაიდან, ის მხოლოდ ხალხურ ფესტივალებსა და თავშეყრის ადგილებში სრულდებოდა.
სწორედ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი იყვნენ ის ნოვატორები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეაგროვეს ტრადიციული ცეკვები და მელოდიები, შეისწავლეს თითოეული რიტმის, ტონალობისა და ინტონაციის თავისებურებები, და მათი სცენური ინტერპრეტაცია შექმნეს. სწორედ მათი ინოვაციური ხედვის წყალობით მივიღეთ სცენაზე სრული საცეკვაო მუსიკა, რომელიც არ არის მხოლოდ ფონური მელოდიები.
დღეს სუხიშვილებს მესამე თაობა ხელმძღვანელობს, უმცროსი ნინო და ილიკო სუხიშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ანსამბლის ტრადიციებს, ინარჩუნებენ ინოვაციურ ხედვას და შემოქმედებით სტილს.
ნინო სუხიშვილი პასუხისმგებელია კოსტიუმების შექმნაზე. ხოლო ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიასა და მუსიკას. ილიკოს ხელმძღვანელობით მოქმედი სუხიშვილების ბენდისთვის დამახასიათებელია, უწყვეტი დინამიკა, რიტმის სიზუსტე და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება. აღსანიშნავია, რომ თითოეული კომპოზიცია იქმნება სცენაზე, ხშირად ცეკვის პროცესის პარალელურადაც კი.
ილიკო სუხიშვილის ბენდი იყო პირველი, ვინც ქართულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ელექტრონულ მუსიკაზე ააცეკვა. მაყურებელი, რომელიც ერთი შეხედვით უკვე მიჩვეული იყო ანსამბლის მუდმივ ექსპერიმენტებსა და ქართული ფოლკლორის რეინტერპრეტაციებს, ელექტრონულმა მუსიკამ გაანაწყენა. თუმცა ცვლილების მოყვარულ ბრენდად ქცეული ანსამბლისთვის კრიტიკის ქარცეცხლი უცხო არასდროს ყოფილა, შესაბამისად, განაგრძეს ექსპერიმენტი. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გაამართლა: ელექტრონულმა მუსიკამ ახალი ენერგია, თანამედროვე ჟღერადობა და განსხვავებული სტილი შესძინა დასს.
სუხიშვილების შემოქმედებაში ექსპერიმენტებს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ღია სცენა “თაკარა“, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. სრულიად განსხვავებული კონცეფციის თაკარა, მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა „თაკარასთვის“ და კონკრეტული სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი, ზოგიერთი ცეკვა, საკონცერტო პროგრამის ნაწილი ხდება.
სუხიშვილების შემოქმედება გვაჩვენებს, რომ ქართული ცეკვა და მუსიკა არასდროს ჩერდება და მუდმივად ვითარდება. ბრენდად ქცეული ანსამბლი კი არ თმობს ლიდერობას, 80 წლის შემდეგაც განსაზღვრავს ქართული სცენის მომავალს, აერთიანებენ ტრადიციას, სიახლეს და შემოქმედებით სიდიადეს.
ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები