თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
ლარიზაციის დინამიკა განახლდა
სექტემბერში, საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა.
შედეგად, მესამე კვარტლის საშუალო ზრდა 6.5%-ით განისაზღვრა, ხოლო ცხრა თვეში ზრდა 7.7%-ია. წლის დასაწყისისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში ეკონომიკურიაქტივობის შეფასება გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს საბაზო სცენართან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ს გაუტოლდება.შიდა ფაქტორების მხრივ, საკრედიტო დაბანდება მაღალია, თუმცა ზრდის ტემპი
შედარებით იკლებს და, სექტემბრის მდგომარეობით, 13.4%-ს შეადგენს. წლიური ინფლაციის მატების პარალელურად, 8.2%-მდე შემცირებულია რეალური დაკრედიტების ზრდის ტემპიც. ამავდროულად, ნაერთი ბიუჯეტის სეზონურად შესწორებული კუმულატიური დეფიციტი სექტემბრის მდგომარეობით მშპ-ის 0.5% იყო, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაზე მიუთითებს. შედარებისთვის, 2022-2024 წლებში დეფიციტი საშუალოდ 2.3%-ს შეადგენდა. კვლავ შემცირდა მთავრობის ვალი, რომელმაც მშპ-ის 35.2%-ს მიაღწია. მათ შორის, საგარეო ვალზე მშპ-ის 24.1% მოდიოდა. ამასთან, უახლესი ინდიკატორების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში მცირედი შენელების შემდეგ, ჯამური უნაღდო დანახარჯები ოქტომბერში კვლავ გაიზარდა, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტწილად უცვლელ დონეზეა.
საგარეო ფაქტორების კუთხით, ფულადი გზავნილების წლიური ზრდის ტემპი სექტემბერში 13.7%-მდე აჩქარდა. გზავნილების ძირითადი წყარო კვლავ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლებზეც ჯამური გადმორიცხვების 66% მოდის. ტურიზმიდან შემოსავლების ზრდამ მესამე კვარტალში წლიურად 6.6% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 5.1%. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მხრივ გააქტიურდა ნაკლებად ტრადიციული ბაზრები, რაც, სავარაუდოდ, ტურისტების მზარდ რაოდენობას უკავშირდება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და უზბეკეთი. საპირისპიროდ,
ტრადიციული ბაზრების ტენდენციები ერთმანეთისგან განსხვავებულია. კერძოდ, ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და, განსაკუთრებით, ისრაელიდან, ხოლო დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში დიდწილად უცვლელია, გარდა რუსეთისა, საიდანაც კლება ფიქსირდება ვიზიტორების გაზრდილი რიცხვის მიუხედავად. გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება თიბისის არხებში არარეზიდენტების დანახარჯების კუთხითაც, თუმცა ოქტომბერში წლიური ზრდის მცირედი შენელებაც შეინიშნებოდა.
რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობას, ექსპორტი სექტემბერში წლიურად 14.2%-ით გაიზარდა, იმპორტი კი თითქმის უცვლელი იყო (-0.3%). მიმდინარე წლის ცხრა თვეში ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი — 4.3%-ით. ავტომობილების რეექსპორტმა ექსპორტის ჯამურ ზრდაში 5 პროცენტული პუნქტის — სხვაგვარად, 65%-ის — წვლილი შეიტანა. ამავდროულად, ავტომობილების კონტრიბუცია ექსპორტის ზრდაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უარყოფითია, რის საპირწონედაც გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა ძვირფასი მეტალების მადნები, ცოცხალი ცხოველები, თხილეული, ფერო-შენადნობები, ღვინო და სხვა. იმპორტის მხრივ, სწორედ ავტომობილების იმპორტის თითქმის 31%-იანი შემცირება იყო სექტემბერში ჯამური მაჩვენებლის შესუსტების მთავარი მიზეზი, მაშინ, როდესაც სხვა კატეგორიებში მეტწილად გაუმჯობესება დაფიქსირდა. უფრო მსხვილი კატეგორიების კუთხით, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, იმპორტის შესუსტების მთავარი მიზეზი საინვესტიციო იმპორტის შემცირებაა, სამომხმარებლო და შუალედური პროდუქციის იმპორტი კი, მართალია,
შესუსტდა, თუმცა მაინც მზარდია. შედეგად, 9 თვეში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის 28.7%-მდე შემცირდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.ვაჭრობის პირობები — ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა, სექტემბერში მცირედით გაიზარდა, ოქროზე საერთაშორისო ფასის ზრდის შედეგად.
თიბისი კაპიტალი უახლოეს მომავალში მკითხველს შესთავაზებს ანალიზს ოქროს ფასის ბოლოდროინდელი დინამიკის თაობაზე, რაც, ლარი/დოლარი/ევროს ჩარჩოს ფარგლებში, სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის პირობების მერყეობა შედარებით მომატებულია, გრძელვადიანი ტენდენცია სტაბილურობაზე მიუთითებს მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით, აღნიშნული სტაბილურობა მოწყვლადობის შემცირების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ვაჭრობის პირობების გაუარესება რეალური შემოსავლის დანაკარგებს იწვევს, ხოლო სავაჭრო ბალანსის არხით გაცვლით კურსსა და ინფლაციას გადაეცემა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის პირობების სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ნავთობის ფასის ზრდის მიმართ მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. ჯამურად, ვაჭრობის პირობები, რასაკვირველია, საგარეო ბალანსის კუთხით მხოლოდ ერთ-ერთი მაჩვენებელია და სავალუტო შემოდინებებზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას.
ერთობლივად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს მოიცავს, სექტემბერში, აგვისტოს მნიშვნელოვანი ზრდის შემდგომ, მცირედით შენელდა, თუმცა კვლავ ძლიერია. ამდენად, თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტიციის გარეშე მიმდინარე ანგარიშის მეორე კვარტლის პროფიციტი, სავარაუდოდ, მესამე კვარტალშიც შენარჩუნდება.
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები 2025 წელს ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. სხვა ფაქტორების კუთხით, სექტემბერში დეპოზიტების ლარიზაციაში კვლავ შერეული სურათი ვლინდებოდა. კერძოდ, ლარიზაცია, რომელიც წლის დასაწყისიდან გააქტიურებული იყო და ლარის მხარდამჭერი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იყო, ივლისის შემდეგ სტაბილურ დონეზე ნარჩუნდებოდა, გარკვეული მერყეობებით. თუმცა, უახლესი მონაცემებით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ტენდენცია კვლავ შეიცვალა და დეპოზიტების ლარიზაციის ტემპი შესამჩნევად გაიზარდა.
ლარიზაციის შენელებასთან ერთად, სექტემბერში შემცირდა სებ-ის სავალუტო ინტერვენციებიც და 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, მეტწილად თვის პირველი ნახევრის ხარჯზე. იმავდროულად, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ლარიზაციის გააქტიურება ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა და სებ-მა, დაახლოებით, 150 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. შესაბამისად, მარტი-ოქტომბრის პერიოდში ჯამურმა შესყიდვებმა, დაახლოებით, 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მთლიანი სავალუტო რეზერვები სექტემბერის მდგომარეობით 5.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 224 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
ჯამურად, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი წონასწორობის მოდელის თანახმად, აშშ დოლარი/ლარის წონასწორული ნიშნული, სექტემბრის მდგომარეობით, 2.63-ს შეადგენდა, რაც ამჟამად ლარის მცირედით ზედმეტ გაუფასურებაზე მიუთითებს. მსგავსი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებაც. აღნიშნული ფაქტორებისა და სებ-ის მიმდინარე პოლიტიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ლარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.
სხვა მაჩვენებლების მხრივ, სექტემბერსა და ოქტომბერში კვლავ გაიზარდა წლიური ინფლაცია და, შესაბამისად, 4.8%-სა და 5.2%-ს მიაღწია. მიმდინარე წელს ინფლაციის დინამიკა პროგნოზებთან მჭიდრო თანხვედრაშია.ამასთან, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, უკვე მეოთხე თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. აღნიშნულისა და გასული წლის საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, დარჩენილ ორ თვეში წლიური ინფლაცია შენელდება და წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.
ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში კიდევ ერთხელ შემცირდა ინტერნეტის გადასახდელი (თვიურად 15.6%-ით). ამავდროულად, ოქტომბერში, მარტი-აპრილის შემდეგ, კვლავ გაძვირდა პური, რამაც ჯამურ ინფლაციაში კონტრიბუცია 0.8 პროცენტულ პუნქტამდე გაზარდა. 2025 წელს ინფლაციის აჩქარება ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე მზარდი ფასებითაა განპირობებული, რაშიც, თავის მხრივ, საკვების ფასები გამოირჩევა, როგორც შიდა (ნაკლები მოსავალი), ასევე საგარეო (სურსათის ფასების გლობალური ზრდა) ფაქტორების შედეგად. აგრეთვე, ყურადსაღებია, რომ იმპორტული პროდუქტების დეფლაცია საწვავზე ფასების კლების შედეგია, რის გარეშეც იმპორტული ინფლაცია მცირედით, მაგრამ მაინც დადებითი იქნებოდა. როგორც ადრეც აღინიშნა, მოცემული წყაროდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, ჩვენი აზრით, ლარის გამყარების ალბათობა მოიმატებს.
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
"ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა
გადახედვა
-
სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
გადახედვა
-
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს
გადახედვა
-
"საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს "საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი
გადახედვა
-
"ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს "ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს "ძლიერი საქართველო — ლელო" "ოცნების" მიერ გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგ გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი
-
"თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად
გადახედვა
-
"ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა
გადახედვა
კომენტარები