Upgaming-ის Talent Growth პროგრამა: რატომ უნდა აირჩიო SEO?
ფოტო: Upgaming
Upgaming-ის Talent Growth არის კარიერული განვითარების ანაზღაურებადი პროგრამა დამწყები სპეციალისტებისთვის. ის მონაწილეებს საშუალბას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ტექ-კომპანიაში, რაშიც რეალურ პროექტებზე მუშაობა და ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები დაეხმარებიან.
თითოეულ სტატიაში პროგრამის ფარგლებში არსებულ პროფესიებს მიმოვიხილავთ – რას მოიცავს ისინი და როგორ ქმნის Upgaming საუკეთესო გარემოს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისთვის.
ციფრულ სამყაროში ბრენდის წარმატებას მისი ხილვადობა განსაზღვრავს. ყველაზე ღირებულმა პროდუქტმაც კი შეიძლება დაკარგოს მნიშვნელობა, თუ ადამიანებს მისი მოძებნა გაუჭირდებათ. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს: ის აკავშირებს ბრენდების შეთავაზებებს იმასთან, რასაც მომხმარებლები ინტერნეტში ეძებენ. აქედან გამომდინარე, SEO ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნარია მრავალ ინდუსტრიაში.
რა გამოარჩევს SEO სპეციალისტის როლს Upgaming-ში? კომპანია საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს, რაც ნიშნავს, რომ აქ შემუშავებული SEO სტრატეგიები მილიონობით ადამიანისთვის ამარტივებს პროდუქტის აღმოჩენის შესაძლებლობას.
ამავდროულად კომპანიის ეკოსისტემა არაერთ ქვებრენდს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი აუდიტორია და იდენტობა აქვს. ნაცვლად იმისა, რომ ერთი ზოგადი ტაქტიკა ყველა მიმართულებას მოერგოს, თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომასა და სტრატეგიას საჭიროებს. ეს არა მხოლოდ სამუშაო პროცესს ხდის უფრო მრავალფეროვანს, არამედ სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ განსხვავებულ ბაზრებზე, პროდუქტებსა და მიზნობრივ აუდიტორიებზე მუშაობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Upgaming-ის გუნდი პროფესიონალთა ფართო ქსელს აერთიანებს. კომპანიაში 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, SEO სპეციალისტებს კი მჭიდრო თანამშრომლობა უწევთ სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებთან როგორებიც არიან დეველოპერები, დიზაინერები, კონტენტ კრეატორები და ა.შ.
რა ელოდებათ Talent Growth პროგრამის მონაწილეებს? ისინი გაეცნობიან SEO-ს ყველა ძირითად მიმართულებას: ტექნიკურ აუდიტებს, keyword research-ს, კონტენტის დაგეგმვას, ბექლინკების სტრატეგიებსა და ანალიტიკას. სწავლა საცდელი WordPress პროექტებით იწყება და ეტაპობრივად მუშაობა რეალურ ვებგვერდებზე გადადის.
სამუშაო პროცესში მონაწილეები იმუშავებენ ისეთ ხელსაწყოებთან, როგორებიცაა Google Analytics 4, Search Console, Ahrefs, Semrush, Screaming Frog და Looker Studio, ასევე გამოიყენებენ AI ინსტრუმენტებს კონტენტის გენერაციისა და მონაცემების ინტერპრეტაციისთვის.
პროგრამის პირველი თვე საფუძვლების შესწავლასა და საცდელ პროექტებზე მუშაობას დაეთმობა, მეორე თვიდან კი მონაწილეები თანდათან ჩაერთვებიან რეალურ პროექტებში, საწყის ეტაპზე მცირე დავალებებით, შემდეგ კი სრულფასოვანი სტრატეგიის დაგეგმვითა და შესრულებით.
რაც შეეხება მენტორებს, ისინი ყოველდღიურად ჩაატარებენ მინი-ვორქშოპებს, უკუკავშირის სესიებს და აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეთა პროგრესში. შედეგად, პროგრამაში ჩართული ადამიანები სწავლობენ არა მხოლოდ SEO ინსტრუმენტების გამოყენებას, არამედ იმ აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც სჭირდება ეფექტურ სტრატეგს: როგორ ამოიცნოს პრობლემები, განსაზღვროს პრიორიტეტები და შეაფასოს მიღწეული შედეგები.
რეგისტრაცია შესაძლებელია 20 ოქტომბრამდე: შეარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება: SEO, Backend და Game Development, 2D Game Art ან 2D Spine Animation და გახდი Upgaming-ის Talent Growth პროგრამის ნაწილი.
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
კომენტარები