საქართველოს ბანკისა და ტურისტერის პარტნიორობით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის "ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ.
“ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ — აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, — განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები