"იმედი მაქვს, მოვახერხებ, ისევ მიყვარდეს ხალხი, რომელთაც შეიძლება არ ვეთანხმებოდე" — ემა უოტსონი როულინგზე
ფოტო: Getty Images
ინგლისელი მსახიობი ემა უოტსონი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ჰარი პოტერში შესრულებული ჰერმიონ გრეინჯერის როლით იცნობენ, სერიის შემქმნელთან, ჯოან როულინგთან, ბოლო წლებში დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს. მწერლისა და მსახიობის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა 2020 წელს როულინგმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) და მოგვიანებით 3600-სიტყვიან ესეში თავისი შეხედულებები გამოთქვა გენდერის საკითხებზე. პოტერიადის ავტორი მაშინ ტრანსფობიაში დაადანაშაულეს და მასთან გასამიჯნად ჰარი პოტერის არაერთმა ვარსკვლავმაც გააკეთა კომენტარი, მათ შორის, ემა უოტსონმა.
"ტრანსგენდერი ადამიანები ისინი არიან, როგორც ამას თავად ამბობენ და იმსახურებენ, ისე იცხოვრონ, რომ გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდნენ მათ თვითიდენტიფიკაციას", — დაწერა მაშინ მსახიობმა სოციალურ ქსელში.
რადგან ბოლო წლებში უოტსონი საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან გაქრა, პოდკასტერ ჯეი შეტისთან უახლეს ინტერვიუში მას ჰკითხეს, რას ფიქრობს როულინგის განცხადებებზე; მათ შორის, იმ განცხადებაზე, რომ პოტერიადის მსახიობებს "არასდროს აპატიებს" და რომ მათ გამო ფილმებისადმი ინტერესიც დაკარგა.
"არ მგონია, ეს გამოცდილება და ის სიყვარული, მხარდაჭერა და შეხედულებები, რომლებიც გამაჩნია, იმას ნიშნავდეს, რომ არ და ვერ დავაფასებ ჯოს [როულინგს] და იმ ადამიანს, რომელთანაც პირადად მქონდა ურთიერთობა. არ მიმაჩნია, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს და არჩევანი უნდა გავაკეთო", — აღნიშნავს უოტსონი, — "მთელი გულით ვისურვებდი, რომ კვლავ ვუყვარდე ადამიანებს, რომლებიც ჩემს აზრს არ იზიარებენ და, იმედი მაქვს, მოვახერხებ, ისევ მიყვარდეს ხალხი, რომელთაც შეიძლება არ ვეთანხმებოდე".
მსახიობის თქმით, ყველაზე მეტად ის სწყვეტს გულს, რომ ამ საკითხებზე "საუბარი ვერ მოახერხეს". აქ მას წამყვანი ჩაეკითხა, თავად თუ კიდევ არის მზად დიალოგისთვის.
"კი და ყოველთვის ვიქნები", — უპასუხა უოტსონმა, — "ამის მჯერა".
ფოტო: Getty Images
უოტსონს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს აღებული. ამ დროისთვის ბოლო როლი ემამ გრეტა გერვიგის 2019 წლის ფილმში პატარა ქალები შეასრულა. 2023 წელს უოტსონმა თავის ძმასთან ერთად ჯინის ბრენდიც დააფუძნა. მსახიობი, რომელიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, ამბობს, რომ როლის შესრულება ენატრება, მაგრამ "ახლა იმაზე ბედნიერი და ჯანმრთელია", ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"სამსახიობო საქმეში თავად როლის შესრულებაზე უფრო დიდი ნაწილი რეკლამირებას უკავია: როგორ გაყიდო ეს ნამუშევარი", — ამატებს მსახიობი, — "გულწრფელად გეტყვით, რაღაცების გაყიდვა არ მენატრება. ეს ნაწილი ძალიან მომაბეზრებელი მგონია".
რა ხდება როულინგის თავს
ფოტო: Getty Images
იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის სამიზნეში არაერთხელ მოხვდა. მიზეზად დიდწილად მისი შეხედულებები იქცა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.
თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე არსებობს". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.
კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. 2021 წელს როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.
ავტორისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.
2021 წელს როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".
"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა პოსტის აღწერაში.
მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი დაადანაშაულეს ანტისემიტიზმშიც.
- ჰარი პოტერი ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოცემულ 70 საუკეთესო წიგნს შორის ვერ მოხვდა
- აშშ-ში წიგნის მაღაზია ჰარი პოტერის გაყიდვას წყვეტს და მკითხველს მეორადის შეძენას ურჩევს — აი, რატომ
2022 წლის აგვისტოში, როცა მწერალ სალმან რუშდის აშშ-ში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკვლით დაემუქრნენ ჯოან როულინგსაც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰარი პოტერის სამყარო იზრდება: HBO-მ პოტერიადის მიხედვით სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყო. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ როულინგია.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები