"ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და EU-ს პოზიციას" — პეტერ ფიშერი საგარეო უწყებაში დაბარებაზე
"ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას", — საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გუშინ, 24 სექტემბერს ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ნუ დაიჯერებთ ცრუ ნარატივს, თითქოს მე და კოლეგა დიპლომატები რაღაცნაირად "თაღლითურ დღის წესრიგს" მივყვებით. ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას, რაც არაერთხელ გაცხადებულა წერილობით ევროპის საბჭოს, ჩვენი 27 არჩეული ლიდერის მიერ", — წერს პეტერ ფიშერი.
შეგახსენებთ, რომ ის გუშინ საგარეო უწყებაში დაიბარეს. ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს "დიპლომატიური ზომაა", როდესაც "საქართველოში მოქმედი ელჩი, არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება".
- პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს — გერმანიის ელჩი უწყებაში უკვე მივიდა
- "როდესაც ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება" — ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერის საგარეო უწყებაში დაბარებაზე
გერმანიის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო უწყებაც. მათ მიერ ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ "ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით".
"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით", — ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებიდან დაბრუნებულმა პიტერ ფიშერმა ასევე დაწერა, რომ "დეტალურად უარყო მასზე უსაფუძვლო თავდასხმები და პასუხისმგებლობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში ახალ ვარდნაზე საქართველოს მთავრობასა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს დააკისრა".
"გერმანიის ელჩის პირველი დაბარება საქართველოში. გერმანიისთვის, მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და პასუხისმგებლობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში ახალ ვარდნაზე დავაკისრე საქართველოს მთავრობასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს. მე რადიკალი არ ვარ. გერმანია საქართველოს მეგობრად რჩება", — წერს ელჩი.
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუქში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა — Арцыд растаг
გადახედვა
-
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
-
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს "სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
კომენტარები