საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველი მასშტაბური ქართული YouTube რეალითი შოუ კრეატორი იწყება!
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქართულ YouTube სივრცეში კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად პირველ პროექტს იწყებს. კრეატორი, — ასე ჰქვია რეალით შოუს, რომლის მთავარი მიზანიც დამწყები კრეატორების გაძლიერებაა.
თუ შენი გეგმები და კარიერა YouTube-ს უკავშირდება, გაეცანი ბლოგს და არ გაუშვა შესაძლებლობა, გახდე პროექტის გამარჯვებული და მოიგო საქართველოს ბანკის მთავარი პრიზი — 20 000 ლარი.
როგორ გაჩნდა იდეა
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, პროექტი ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, მხარი დაუჭიროს დამწყებ კრეატორებს და წაახალისოს ისინი, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყოს ქართული Youtube ეკოსისტემის გაძლიერებასა და ახალი მაყურებლების მოზიდვას.
როგორც გუნდში ამბობენ, რეალითი შოუს გზით, ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, ქართული Youtube-სთვის ინოვაციური, თავისუფალი და კრეატიული გარემოს შექმნა სურთ.
“საქართველოში ციფრული კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. გვჯერა, რომ ბევრ ნიჭიერ ადამიანს აქვს პოტენციალი, თუმცა, ხშირად მათ წინაშე დგას ბარიერები — ტექნიკური რესურსების, მენტორისა და გამოცდილების ნაკლებობა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეს ბარიერები შემცირდეს და ახალმა კრეატორებმა რეალური შანსი მიიღონ. ჩვენი პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ ვაძლევთ ცოდნას, იმისთვის რომ თავდაჯერებულად დაიწყონ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართული Youtube სივრცის განვითარებაში,“ — აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
გზა გამარჯვებამდე
პირველ ეტაპზე შოუსთვის 20 მონაწილე შეირჩევა, რომელთაგან პრიზისთვის ბრძოლას 8 საუკეთესო მონაწილე გააგრძელებს. ისინი 7 ტურის განმავლობაში მენტორებისგან მიიღებენ საკონკურსო დავალებებს, რომელთა შესასრულებლადაც კონკრეტული დრო ექნებათ. რეალითი შოუს წესების თანახმად, ყოველი ახალი ეპიზოდის ბოლოს, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. დარჩენილები კი უფრო დიდი მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ რთული დავალებების შესრულებასა და მთავარი პრიზისთვის, 20 000 ლარისთვის ბრძოლას. რაც ყველაზე მთავარია, მაყურებელი შეძლებს დააკვირდეს მონაწილეების სამუშაო პროცესს, გაიცნოს, შეიყვაროს და მხარი დაუჭიროს მათ რჩეულს.
საკონკურსო ვიდეოები დაიდება, როგორც საქართველოს ბანკის, ისე მონაწილეების არხზეც.
რაც შეეხება შეფასების სისტემას, მონაწილეების გამოსვლები თავდაპირველ ეტაპზე შეფასდა ჟიურის ქულების მიხედვით, ხოლო შემდეგ, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე, რის გამოც პროექტი კიდევ უფრო განსაკუთრებული და ინტერაქციულია.
ვინ არიან მენტორები?
ბუნებრივია, ბლოგის მკითხველს ისიც დააინტერესებს, თუ ვინ იქნებიან კრეატორის ჟიურის წევრები. მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები, დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი), ნიკა კაკოიშვილი (კაკო). მიუხედავად მათი უშუალო, მეგობრული და იუმორით სავსე იმიჯისა, ჟიურის როლში გარკვეულ ტრანსფორმაციას მათგანაც უნდა ველოდოთ. კერძოდ, შეფასებისას მოუწევთ იყვნენ ობიექტურები, მკაცრები და რაც მთავარია, კრიტიკულები.
აქვე გეტყვით, რომ მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც თავიანთი გამოცდილების, განვლილი გზისა და გამოწვევების საფუძველზე მისცემს რჩევებს, მონაწილეებს, რომლებიც youtube სამყაროში ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს.
შესარჩევი ეტაპი და საკონკურსო პირობები
მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა, გქონდეთ მოტივაცია და მზად იყოთ მუდმივი განვითარებისა და სწავლისთვის.
როგორც მარიამ ცანავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გამომწერების რაოდენობა არ არის მთავარი კრიტერიუმი. “ხშირად ყველაზე ინოვაციური და საინტერესო კონტენტი სწორედ ახალბედა კრეატორებისგან მოდის. ამიტომ პროექტი პლატფორმას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც YouTube არხზე 5,000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავთ, მაგრამ აქვთ დიდი მიზნები და ამბიციები“.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
საქართველოს ბანკის ეს ექსპერიმენტული წამოწყება ყველაფერთან ერთად, სხვა ბიზნესებს ახალისებს, ჩადონ ინვესტიცია ქართული Youtube-ის განვითარებაში.
უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები