კალაძე პანორამა თბილისზე: მიზანმიმართულად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას
ფოტო: ქართული ოცნება
მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას.
კალაძემ ამომრჩევლისთვის მორიგი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ პუშკინის სკვერთან პარკინგი საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში მოეწყობა.
"მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს რომ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს. 10 ლოკაციაა ქალაქში მონიშნული და ამ ათიდან ერთ-ერთი არის ეს კონკრეტული ადგილი".
მერობის კანდიდატი აღნიშნავს იმასაც, რომ პანორამა თბილისის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაში 400 მილიონი აშშ დოლარი იხარჯება და 15 ათასი ადამიანია დასაქმებული.
კალაძე თაბორის მთაზე დაგეგმილ მშენებლობასაც შეეხო და თქვა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ტერიტორიებს ითვისებს. მისი თქმით, რეალურად, სარწყავი სისტემა კეთდება, რათა იქაურ ბუნებას წყალი მიეწოდოს:
"ძალიან პატარა ტერიტორიაზე იქნება სასტუმრო კომპლექსი და ულამაზესი მწვანე სივრცე და გარემო, სადაც ყველას შეეძლება მისვლა".
კახა კალაძე ასევე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი ემრობის პირობებში დეზინფორმაციის გავრცელება:
"პასუხის გამცემიც კი არავინ არ არის და ეს ძალიან საწყენია. ვერავინ ვერ შეაჩერებს განვითარებას და წინსვლას. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მოატყუოს მოსახლეობა. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ პარტია რუსთავი 2, არის სხვა შესაძლებლობები, ინტერნეტი, რაზეც ყველას მიუწვდება ხელი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ".
რა გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ
თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ, პუშკინის სკვერთან 1 946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლას მხარი დაუჭირა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება სურს და ამ ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას ითხოვს. ასევე, სოლოლაკის ქედზე 4 677 მ2 ტერიტორიას ლანდშაფტური ზონის სტატუსი შეეცვლა და პანორამა თბილისს გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაეცემა.
სხდომის დაწყებამდე დარბაზში მივიდნენ თბილისის მერობის კანდიდატები ევროპული საქართველოდან - ელენე ხოშტარია და ნაციონალური მოძრაობიდან - ზაალ უდუმაშვილი. მათ საკრებულო ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა მერობის კანდიდატები და პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
-
ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გადახედვა
-
ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
გადახედვა
-
OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ
გადახედვა
-
აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა
გადახედვა
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო?
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა დააკავეს კაცი, რომელმაც The Legend of Aang: The Last Airbender პრემიერამდე გაავრცელა
გადახედვა
-
ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
გადახედვა
-
სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
-
ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
"ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ "ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
კომენტარები