ესპანური კომპანია Semillas fito — ბარაქას მეგობარი ფერმერების მეურნეობებში
ფოტო: ბარაქა
ესპანური კომპანია Semillas Fitó აგროკომპანია ბარაქას ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. Semillas Fitó თანამედროვე ფერმერებს 500-ზე მეტი ჰიბრიდის სათესლე მასალას სთავაზობს, ბარაქას მაღაზიათა ქსელში ამ კომპანიის მიერ მოწოდებული, ლიცენზირებული სათესლე მასალის შეძენა შეგიძლიათ, მათ შორისაა — პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ყაბაყის, საზამთროსა და ნესვის ჰიბრიდები. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ ბარაქას აგრონომების გუნდს თითოეული სათესლე მასალა უკვე წინასწარ აქვთ გამოცდილი, ადგილობრივ კლიმატსა და გარემო პირობებში.
იმის შესაფასებლად თუ რამდენად ნაყოფიერია ესპანური კომპანიის სათესლე მასალა საქართველოში და რამდენად კონკურენტუნარაინია საბოლოო პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე საგანგებო ვიზიტით ქვეყანაში იმყოფებოდა აზიზ მახკამოვი, Semillas Fitó -ს მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
ამ ყველაფრის ნახვა კი ყველაზე უკეთ ბარაქას მეგობარი ფერმერების მეურნეობებშია შესაძლებელი, რომლებიც აზიზ მახკამოვმა აგრონომების გუნდთან ერთად მოინახულა.
“ეს ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების უკეთ გაცნობას, ფერმერთათვის ახალი სათესლე მასალების პრეზენტაციას და საუკეთესო მოსავლის მისაღებად მათთვის აგროტექნიკური ცოდნის გაზიარებას“ — ამბობს ბარაქას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი, მერიკო პაპუნაშვილი.
ვიზიტი ლაგოდეხით დაიწყო, სადაც აზიზ მახკამოვი თავად შეხვდა და ესაუბრა ადგილობრივ ფერმერებს.
ფოტო: ბარაქა
“ჩვენ ვესტუმრეთ რამდენიმე ფერმერს ბარაქას აგრონომებთან ერთად და ვნახეთ სხვადასხვა კულტურა: ნესვი, საზამთრო, წიწაკა, პომიდორი, კიტრი და სხვა. შედეგების შეფასების შემდეგ მარტლაც გავოცდი. მოხარული ვარ, რომ ქართველი ფერმერები სწრაფად მიიწევენ წინ და ვიმედოვნებ ჩვენი ურთიერთობა ბარაქასთან მომავალშიც ნაყოფიერი იქნება.“ — თქვა აზიზ მახკამოვმა.
ადგილობრივმა ფერმერებმა მეურნეობის დათვალიერებისას ისაუბრეს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგანან, მათ სჭირდებათ ისეთი სათესლე მასალა, რომელიც, ერთი მხრივ, კარგად უმკლავდება დაავადებებსა და მავნებლებს, მეორე მხრივ კი არის უკონკურენტო, რადგან აბსოლიტურად განსხვავდება ადგილობრივ ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტისგან.
“ძალიან გაოცებული დავრჩი თუ რამდენად სწრაფად მიიწევენ წინ ქართველი ფერმერები. წინა წლებთან შედარებით სიტუაცია ძალიან შეცვლილია. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მრავალფეროვნება, ისინი ირჩევენ სხვადასხვა მახასიათებლისა და ვიზუალის ბოსტნეულს, მათ შორის, ფერად პომიდვრებსა და ყაბაყებს, ასევე პორციული ზომის ნესვებსა და საზამთროებს. ჩვენ გვაქვს პროდუქციის ახალი პორტფოლიო, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას ერგება. იმედი მაქვს ფერმერებს მოეწონებათ ჩვენ მიერ შეთავაზებული ახალი პროდუქტი და დიდ მოგებას ნახავენ, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის“ — ამბობს Semillas fito-ს წარმომადგენელი საქართველოში.
აგროკომპანია ბარაქას საცდელ მეურნეობაში ყოველ წელს გამოიცდება Semillas Fito-ს მიერ მოწოდებული ახალი ჰიბრიდების სათესლე მასალები. წელს ბარაქას მეურნეობის ხელმძღვანელმა კახა წანაწყენიშვილმა ნესვის ჰიბრიდები — პიასი და რეგისი, ასევე საზამთროს ჰიბრიდები — ლუსინდა, პერლა ნეგრა და პრიზმატიკა წარმატებით გამოსცადა.
ფოტო: ბარაქა
“როგორც აღმოჩნდა, ესპანურ კლიმატში გამოყვანილი და იქაურ ჰავას მორგებული სათესლე მასალა, ჩვენს რეგიონში, ლაგოდეხის ცხელ კლიმატსაც კარგად შეეგუა და ძალიან პროდუქტიული ადაპტაცია განიცადა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას Semillas Fito-სთან და მომდევნო სეზონისთვის მათ მიერ მოწოდებული, კიდევ უფრო საინტერესო ჰიბრიდების გამოცდას ვგეგმავთ.“ — ამბობს აგროკომპანია ბარაქას აგრონომი და საცდელი მეურნეობის ხელმძღვანელი კახა წანაწყენიშვილი.
ესპანური კომპანია Semillas Fitó 1880 წელს ბარსელონაში დაარსდა და დღეისთვის სათესლე მასალის წარმოებაში გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში ესპანური კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორი აგროკომპანია ბარაქაა. ამ და სხვა პარტნიორებთან ერთად, ბარაქას აგრონომები ცდილობენ ქართველ ფერმერებამდე გლობალური მასშტაბის ცოდნა და გამოცდილება მიიტანონ. სწორედ ესაა ბარაქას მისია.
ბარაქა — გლობალური გამოცდილება საქართველოს ფერმერებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები