საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლბ კაპიტალი თბილისში სასაწყობე პროექტს ახორციელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ლბ კაპიტალის მხარდამჭერია, რომელიც თბილისში A-კლასის სასაწყობე პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 14 მილიონი ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ახალი პროექტი სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 8,400 მ² ფართობზე შენდება. იგი 4,300 მ² სასაწყობე სივრცეს და 700 მ² საოფისე ფართს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს.
"ლბ კაპიტალი მომხმარებელს საინვესტიციო მიმართულებით მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კონკრეტულად სასაწყობე მეურნეობის სექტორში ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტის სივრცეების განვითარება, რომლებიც როგორც მდებარეობით, ისე ფუნქციონალით გამოირჩევა. A-კლასის საწყობი, რომელსაც თბილისში ვაშენებთ, ინფრასტრუქტურით, მოსახერხებელი ადგილმდებარეობითა და კონკურენტული ფასებით სრულად მოერგება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სასაწყობე მეურნეობების მიწოდება ბევრად ჩამორჩება მოთხოვნის მზარდ ტენდენციას და ჩვენი პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს“, — აცხადებს ლაშა ბადაგაძე, ლბ კაპიტალის თანადამფუძნებელი.
"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის, ლბ კაპიტალის განვითარებასა და ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ ლბ კაპიტალთან 2021 წლიდან ვთანამშრომლობთ. პირველი მასშტაბური პროექტი სასაწყობე მეურნეობით 6500² მ ტერიტორიის განაშენიანება იყო. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, — აცხადებს ალექსანდრე წულუკიანი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
ლბ კაპიტალი 2021 წელს დაფუძნდა და ოთხ წელიწადში საინვესტიციო პორტფელის შექმნა საქართველოსა და რეგიონის ბაზრებზე შეძლო. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც სასაწყობე და კომერციულ მეურნეობებს, ასევე პირდაპირ ინვესტიციებს FMCG სექტორში. ლბ კაპიტალი უკვე წარმოდგენილია საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და პოლონეთში. კომპანიასა და მის პორტფელში არსებულ ბიზნესებში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ლბ კაპიტალი საინვესტიციო პორტფელის კიდევ უფრო დივერსიფიცირებას და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს.
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
-
გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება
გადახედვა
კომენტარები