"საერთოდ არ მაღელვებს" — სარა ჯესიკა პარკერი სერიალის მოძულეებს მიმართავს
ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი მსახიობი სერიალ And Just Like That-ის დახურვას გამოეხმაურა და სერიალის მოძულეებს მიმართა.
ფოტო: Marc Piasecki/WireImage
სერიალ And Just Like That-ის დახურვას სარა ჯესიკა პარკერიც გამოეხმაურა. The New York Times-თან ინტერვიუში, ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა მსახიობმა, Sex And The City-ის ფრენჩაიზის დასრულებასა და ახალი სერიალის მოძულეებზე ისაუბრა.
ახალ სერიალს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის ნაწილი ფიქრობდა, რომ ქერი ბრედშოუს პერსონაჟი ამ სერიალში იდეალურად იყო წარმოჩენილი, ნაწილი კი — სრულიად პირიქით. დროთა განმავლობაში, სერიალს იმდენი მოძულე გამოუჩნდა, რომ თავიანთ თავებს "მოძულე-მაყურებლები" შეარქვეს. მათი თქმით, ახალ სერიალს ორიგინალთან კავშირი არ საერთოდ ჰქონდა, თუმცა სერიალს თვალს მაინც ვერ წყვეტდნენ.
ფოტო: HBO Max
The New York Times-თან ინტერვიუში პარკერს ჰკითხეს, იცოდა თუ არა სერიალის "მოძულე-მაყურებლების" შესახებ. მისი თქმით, ამაზე ფიქრს დიდ დროს არ უთმობს.
"ჩვენ ბევრს ვმუშაობდით, რათა საინტერესო ისტორიები მოგვეყოლა. მგონი, ეს ფაქტი არ მაღელვებს. არ მაღელვებს, რადგან, საერთო ჯამში, სერიალი ძალიან წარმატებული იყო", — ამბობს მსახიობი.
პარკერმა აღნიშნა, რომ სერიალის ტონი ნამდვილად შეიცვალა. "ჩვენ არ შეგვეძლო, რომ ეს კატასტროფული მოვლენა, რაც ქერის ცხოვრებაში მოხდა, დაგვევიწყებინა", — თქვა მან მისტერ ბიგის გარდაცვალებაზე საუბრისას — "სწორედ ამიტომ იყო მეორე სეზონი ასეთი აუცილებელი".
ფოტო: New Line Cinema
მსახიობი სერიალის დახურვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იდეალური გადაწყვეტილება იყო.
"შეგვეძლო კაფეებში სიარული გაგვეგრძელებინა. ამის გაკეთების მილიონი გზა არსებობს, რომლებიც მარტივი, ნაცნობი და სახალისოა, მაგრამ ჩვენთვის ექსპლუატაციის ტოლფასია", — ამბობს ის სერიალის დასრულების მიზეზებზე საუბრისას — "ვფიქრობ, ქერის ისტორიის დასრულება აუცილებელი იყო".
ფოტო: HBO Max
შეგახსენებთ,რომ სერიალი And Just Like That — რომელიც Sex and the City-ის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც უკვე შუა ხნის ასაკში მყოფი კერი, მირანდა და შარლოტი კვლავაც ნიუიორკულ რომანტიკულ თავგადასავლებში ეხვევიან — მესამე სეზონის შემდეგ დაიხურა, სერიალის ბოლო ეპიზოდი მაყურებელმა 14 აგვისტოს იხილა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები