ლანა ღოღობერიძე

1 Aug. 2025, 15:00

მზია — მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო. და კიდევ — პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე. ღირსეული ქალის პასუხი.

ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული — ქალური — ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად... როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, რომელსაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს(!), შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება!

კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ, მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!

წერს ცნობილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში. 1-ელ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
  2. ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
  3. 25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
  4. წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
  5. როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი

2000 წლის წინ ამაზონის ჯუნგლები სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. დაახლოებით ძვ.წ. 600 წლიდან ჩვ.წ. 850 წლებში აკვირის…