7 ფილმი ფეხბურთზე, რომლებსაც შეგიძლიათ სეზონის დაწყებამდე უყუროთ
ფოტო: bettson
წლევანდელ საფეხბურთო სეზონს ნამდვილად ჰქონდა ჰოლივუდური სცენარის ელფერი. კრისტალ პალასმა გუნდის ისტორიაში პირველი ტიტული აღმართა, ტოტენჰემმა პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონის მიუხედავად ევროპა ლიგა ტრიუმფით დაასრულა, PSG-მ კი ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა მაშინ, როცა შემადგენლობაში აღარც მბაპეა, არც მესი და არც ნეიმარი. სულ ახლახანს დამთავრდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც, სადაც ასევე მოულოდნელად, გამარჯვებული ჩელსი გახდა. შესაბამისად ვიფიქრეთ, თქვენთვის შემოგვეთავაზებინა საფეხბურთო თემატიკის ფილმები, რომლებსაც შეგიძლიათ სეზონის დაწყებამდე უყუროთ.
სიაში მოხვედრილი ფილმებიდან ზოგი დაგაფიქრებთ, ზოგი სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ, ზოგი კი თავიდან აღმოგაჩენინებთ ამ სპორტსა და მის უსაზღვრო გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე.
1. Looking For Eric (ერიკის ძიებაში)
ალბათ ბევრჯერ გვიფიქრია როგორ მოიქცეოდნენ ჩვენი კუმირები ჩვენს მსგავს სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ? როგორ გაუმკლავდებოდნენ და გადაჭრიდნენ პრობლემას? ეს შეკითხვები აქვს ფილმის მთავარ პერსონაჟს, როცა ერიკ კანტონა გამოეცხადება და ცოლს გაშორებულ, მარტოხელა მამას ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით მენტორულ რჩევებს აძლევს. პირობას გაძლევთ, რომ ამ ფილმის ყურებისას ბევრს იცინებთ ინგლისელი მამაკაცების იუმორზე, ბევრჯერ გული აგიჩუყდებათ ერიკის სასიყვარულო და საოჯახო დრამებზე, კრიმინალებთან უთანხმოების სცენებში კი საკმაოდ დაიძაბებით. თუმცა ფილმის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაინც მისი ფინალია, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე სპორტი.
2. Offside (თამაშგარე)
წლევანდელი პალმის რტოს მფლობელი, ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის თამაშგარე განსხვავდება ყველა სხვა საფეხბურთო თემატიკის ფილმისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მაინც კომედიად ითვლება, ის საუბრობს საკმაოდ მწვავე ირანის სოციო-პოლიტიკურ პრობლემებზე. თუ რომელიმე ქალი გაბედავს და დაესწრება საფინალო თამაშს, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ! თან წარმოიდგინეთ ამ ფინალით წყდება ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ბედი. ცხადია სისტემა თავისი მუქარით ყველას ვერ შეაშინებს, გამოჩნდებიან გაბედული ქალები, რომლებიც ცდილობენ მატჩზე შესვლას, რათა გუნდთან ერთად იზეიმონ გამარჯვება და სამშობლოს საერთაშორისო მიღწევა. თამაშგარეში გოგოების მდგომარეობაზე არანაკლებ ტრაგიკულია დაშინებული მამაკაცების (სტადიონის დაცვა) უმოქმედობა, რაც გამოწვეულია მათ მიმართ ავტორიტარული მთავრობის წნეხის ბერკეტებით.
3. Victory (გამარჯვება)
იცოდით, რომ არსებობს ფილმი, სადაც სილვესტერ სტალონე, მაიკლ კეინი, ბობი მური, პელე და კიდევ სხვა ვარსკვლავები ფეხბურთს თამაშობენ ნაცისტების წინააღმდეგ?გამარჯვება ჰოლივუდის კლასიკოსი რეჟისორის, ჯონ ჰიუსტონის სპორტული დრამაა, სადაც ზემოხსენებულ გუნდს შანსი ეძლევა, თავი დაიხსნას ნაცისტური ტყვეობისგან და ფეხბურთის საშუალებით მოიპოვოს თავისუფლება.
4. Will (უილი)
You will never walk alone (შენ არასოდეს ივლი მარტო)
უილი არის საოჯახო დრამა 11 წლის ობოლ ბიჭზე, რომელიც ლივერპულსა და მილანს შორის გამართულ ფინალურ მატჩზე დასასწრებად ათასობით კილომეტრს გაივლის. ამ ფილმში ნახავთ იმ გულისამაჩუყებელ მაგიას, რომელიც ფეხბურთის განუყრელი ნაწილია. მთავარი პერსონაჟის სახელიც Will სიტყვების თამაშია კლუბის მოტოზე, რაც ნიშნავს, რომ უილი არასდროს იქნება დიდ გზაზე მარტო, რაც არ უნდა ბნელი ჩანდეს გვირაბი, ყოველთვის იარსებებს კეთილი ხალხი, ვინც უილის გვირაბის გავლაში დაეხმარება და სინათლესთან მიაღწევინებს. პ.ს ფილმში ლივერპულის ქომაგს განსაკუთრებით გაუხარდება კენი დალგლიშისა და სტივენ ჯერარდის კამეო.
5. The Goalie's Anxiety at the Penalty Kick (მეკარის შიში პენალტის მოლოდინში)
ვიმ ვენდერსის ეს ფილმი ალბათ ამ სიაში მყოფ ფილმთაგან ყველაზე ნაკლებად არის ფეხბურთზე, აქ არ შეგხვდებათ მხურვალე სტადიონი ან გადამწყვეტ წუთზე გატანილ გოლი. ეს არის თრილერი მეკარეზე, რომელიც მკვლელობას ჩაიდენს, სასჯელისგან თავის ასარიდებლად კი გარეუბანში დაიმალება. ფილმი ყურადღებას ამახვილებს მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე, სამყაროსაგან და საზოგადოებისგან მის გაუცხოებაზე. აქ მეკარე გვევლინება მეტაფორად, როგორც შეუმჩნეველი, დაუფასებელი ფიგურა, ის ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ამავდროულად ყოველთვის საფრთხის ზღვარზე დგას. ეს ნაწარმოები იოზეფ ბლოხის მოგზაურობაა თვითრეალიზაციის გზაზე, რომელიც სავსეა აგრესიითა და ნევროზულობით.
6. The Damned United (დაწყევლილი იუნაიტედი)
თუ ოდესმე გინახავთ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორთა სია, მაშინ ნამდვილად გაგაკვირვებდათ ნოტინგემ ფორესტის ზედიზედ ორი გამარჯვება. გუნდისგან, რომელმაც მხოლოდ სამჯერ იასპარეზა მთავარ ევროპულ ტურნირზე და თანაც მხოლოდ 80-იან წლებში. ამ ყველაფრის შემოქმედი ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ბრაიან კლოფი გახლდათ. მაგრამ დაწყევლილი იუნაიტედი, როგორც სხვა სპორტული ბიოგრაფიული ფილმები, არ გვიყვება გამარჯვებულების ამბავს, არამედ ის იმ პერიოდს გვაცნობს კლოფის ცხოვრებიდან, როცა ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს კრიტიკის და წნეხის ქარცეცხლში აქცევდნენ.
7. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?
ალექსანდრე კობერიძის რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ არის შთამაგონებელი პოეტური ხედვით მოთხრობილი ზღაპარი. ფილმი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე კრიტიკოსებისგან მთავარი პრიზით დაჯილდოვდა, გასაოცარი მხატვრული სინაზითა და სითბოთი გვიყვება სიყვარულის ჯადოსნურ ამბავს. ამ ფილმის ყოველი დეტალი სავსეა მაგიით: იქნება ეს გაპიროვნებული არსებები, ქუთაისის ქუჩები, ეზოს ფეხბურთის სცენები თუ ბუდუ ზივზივაძის კამეო. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ ის ქართული ფილმია, რომელსაც შეუძლია მაყურებელს ცხოვრების მშვენიერება თავიდან აღაქმევინოს, გაყინული გული გაუთბოს და იმედი გაუჩინოს. სამწუხაროდ დღეს კინოცენტრი მიტაცებულია, ქართველი კინემატოგრაფისტები ბოიკოტში რჩებიან, ევროპის კინოაკადემიის წევრი ანდრო ჭიჭინაძე — სინდისის პატიმარია, თუმცა ჩადგება ქარიშხალი, ქართული კინო კი ცოცხალი და დამოუკიდებელი ხელოვნებით გააგრძელებს ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ისტორიის დაწერას. აქვე დავძენთ, რომ ალექსანდრე კობერიძის ახალი ფილმი ხმელი ფოთოლი ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, ოქროს ლეოპარდისთვის იბრძოლებს.
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები