თეირანი — როდის ვიხილავთ ისრაელის ომის გამო გადადებულ ახალ სეზონს?
ფოტო: Apple TV+
თეირანი, ისრაელური ჯაშუშური თრილერი, რომლის ახალი სეზონის პრემიერაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო იგვიანებს, მალე დაუბრუნდება მაყურებელს. ამერიკული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ომის თანდათან მინელებასთან ერთად, სერიალის მესამე სეზონის პრემიერა მსოფლიოში უახლოეს თვეებში შედგება.
თეირანის მთავარი გმირი ისრაელის სადაზვერვო სამსახურის — მოსადის — აგენტი, ირანში დაბადებული ებრაელი თამარ რაბინიანია, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მისიით ბრუნდება. ემის ჯილდოს მფლობელი პირველი ისრაელური სერიალის წინა სეზონებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე სეზონში ერთ-ერთი პერსონაჟი ამერიკელმა კინოვარსკვლავმა გლენ ქლოუზმა განასახიერა, მესამე სეზონში კი სატელევიზიო შოუს ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჰიუ ლორიც შეუერთდა სამხრეთაფრიკელი ბირთვული ინსპექტორის როლში.
თეირანის შემქმნელი ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელია, მსოფლიოში მის ჩვენებას კი Apple TV+ უზრუნველყოფს, რომელმაც ახალი სეზონის პრემიერის თარიღი რამდენჯერმე გადასწია. მესამე სეზონის გადაღებები ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იმავე წლის 7 ოქტომბერს ისრაელს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია, ჰამასი, დაესხა თავს და ღაზაში ომი დაიწყო, Apple TV+-მა განუსაზღვრელი დროით გადადო სერიალის გამოსვლა. თუმცა, ისრაელში ახალი სეზონის პრემიერა შარშან დეკემბერში მაინც შედგა.
დისტრიბუტორი კომპანიის არგუმენტაცია, რომ სერიალის სიუჟეტი მეტისმეტად სენსიტიური შეიძლება ყოფილიყო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, აზრს მოკლებული არაა: თეირანმა რამდენჯერმე "იწინასწარმეტყველა" რეგიონში მომხდარი ამბები. მაგალითად, პირველ სეზონში ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს ბომბავს (ცოტა ხნის წინ განხორციელებული თავდასხმის მსგავსად), მეორე სეზონში კი ერთ-ერთ ირანელ სამხედრო ლიდერს მობილური ტელეფონის გამოყენებით დისტანციურად აფეთქებენ (როგორც ჰეზბოლას წევრები ააფეთქეს პეიჯერებით შარშან).
თეირანის მესამე სეზონში კი ასეთივე რეალისტური სიუჟეტი გრძელდება. ამბავი კვლავაც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარდება. ისრაელელი მაყურებელი, რომელმაც ახალი სერიები უკვე ნახა, ამბობს, რომ "წინამორბედების მსგავსად, ეს სეზონიც ისრაელელი პერსონაჟების მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა, მაგრამ, ამავდროულად, მოსადის შავბნელ მხარეს აჩვენებს".
ზოგიერთი თეირანს მართლაც მიიჩნევს "ისრაელურ პროპაგანდად". თუმცა, კრიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ სერიალი ისრაელი-ირანის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის კომპლექსურობას და ორივე მხარის ინტერესებს აჩვენებს.
ამასობაში კი, დაწყებულია მუშაობა თეირანის მეოთხე სეზონზეც. გადაღებები სტარტს ამ შემოდგომაზე აიღებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც წინა სეზონებზეც მუშაობდნენ. როგორც ცნობილია, მეოთხე სეზონის სცენარის დიდი ნაწილი ხელახლა დაიწერა, რათა 7 ოქტომბრის შემდგომი გეოპოლიტიკური ვითარება უკეთ აესახა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
კომენტარები