"წერილი იყო "მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში" — დანიგანი "ოცნების" ტრამპისადმი მიწერილ წერილზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დონალდ ტრამპისადმი მიწერილი aწერილი იყო "მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში". ამას გარდა, მისი თქმით, მას პასუხი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც სთხოვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა, მაგრამ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ნაწყვეტი ინტერვიუდან:
"რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს:
"მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც "ქართული ოცნება" ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას", — ამბობს იგი.
"სამი დღის შემდეგ — და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ — ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად", — აცხადებს ელჩი დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
"ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე", — განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, მას უთხრეს, რომ "ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადაეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი". "ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა", — აზუსტებს ელჩი.
- ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი", — რობინ დანიგანთან ინტერვიუს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
- აშშ-ს საელჩო: ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს, ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა. სადაც წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
ღია წერილში ოცნების პრემიერი ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ "MEGOBARI აქტზეც" წერდა და აღნიშნავდა, რომ "MEGOBARI აქტს" არაერთი სუბიექტი მათ ადმინისტრაციას მიაწერს. ტრამპის ადმინისტრაციას კი ამ დრომდე ამ ყველაფერზე "კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია.
ამას გარდა, კობახიძე წერდა, რომ "USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბებოდა ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის მტკიცებულება იყო, რომ "დიფ სთეითს" რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ ჰქონდა შემოდებული" და იმედოვნებდა, რომ დონალდ ტრამპის დაპირება "დიფ სთეითთან" ბრძოლის შესახებ, გამარჯვებით დასრულდებოდა, "რაც საფუძვლად დაედებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას".
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი ივლისში საქართველოს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მოლოდინიც იყო ის, რომ მეტი ყურადღება იქნებოდა გამოვლენილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა არის დუმილი
- "არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია" — ირაკლი კობახიძე ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე
- ირაკლი კობახიძე: ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი განსხვავებული წერილი, პირველი იყო დაწერილი "დიფ სთეითის" მიერ და მეორე — ტრამპის ადმინისტრაციაში
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები