ახალგაზრდა ქალი R. Kelly-ს პედოფილიასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / The Real / Getty Images
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ამერიკელ მომღერალ რობერტ კელის მასთან სექსუალური ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ის ასევე ამბობს, რომ მომღერალი მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ოთახში დღეების განმავლობაში კეტავდა.
ჯერონდა ფეისის თქმით, I Believe I Can Fly-ის ავტორი და შემსრულებელი მას 2008 წელს, სასამართლოს გარეთ შეხვდა, როდესაც მომღერალს ბავშვების პორნოგრაფიაში ჩართვისთვის ასამართლებდნენ. ამ დროს ის კელის და მისი მუსიკის ფანი იყო.
ფეისი ამბობს, რომ კელიმ მასზე უფროსი ქალი გააცნო, რომელსაც ის უნდა "გაეწვრთნა", რათა ესწავლა, როგორ ესიამოვნებინა მომღერლისთვის.
ჯერონდას თქმით, ის 16 წლის იყო, როდესაც ქალმა "მწვრთნელმა" მას ის სექსუალური მოქმედებები შეასწავლა, რომელიც კელის აღაგზნებდა და დააკმაყოფილებდა.
"კელი ტურნეში იყო, მე მის ავტობუსში ავედი და ის და "მწვრთნელი ქალი" შიშვლები დამხვდნენ. გავოცდი და ვიკითხე, რა ხდებოდა, რადგან მე კელის ჩემი ქალწულობა შევწირე. მან მითხრა, რომ ამაზე არ უნდა მენერვიულა, თუმცა შენიშნა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და მინდოდა გამერკვია, რა ხდებოდა.
სწორედ ამ დროს მითხრა, რომ ეს ქალი მასწავლიდა ყველაფერს რაც მჭირდებოდა, რომ მისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა. ის ქალი კი მე მასიამოვნებდა. მითხრა, რომ ტანსაცმელი უნდა გამეხადა და სწორედ მაშინ ჩამითრია ამ ქალთან სექსუალურ ურთიერთობაში.
ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ჩემგან ითხოვდა, მაგრამ ძალიან შეშინებული ვიყავი და ის ამით სარგებლობდა".
ჯერონდა ფეისის თქმით, 50 წლის მომღერალი მასზე ფიზიკურადაც ძალადობდა, სახეში ურტამდა და მის სახლში ცხოვრების პარალელურად, მას ოთახში დღეების განმავლობაში კეტავდა.
მისი თქმით, ის კელის სახლიდან მაშინ გაიქცა, როცა უთხრა, რომ თავისი ბიძის სახლში ფეხსაცმელების წამოსაღებად მიდიოდა:
"იმ მომენტში, როცა მისი სახლიდან გამოვედი, მივხვდი, რომ იქ აღარ დავბრუნდებოდი. მე ყველაფერი დავტოვე და არასდროს მიმიხედია უკან".
კელისა და ფეისის შეხვედრისას, მომღერალს სასამართლოები ჰქონდა, რომელზეც 14 წლის გოგოსთან სექსისა და მისი ვიდეო-გადაღების გამო მიმდინარეობდა. კელიმ მაშინ ყველა ბრალდება მოიხსნა და ის უდანაშაულოდ სცნეს. ამის შემდეგ, მას რამდენჯერმე დასდეს ბრალი არასრულწლოვნებთან სექსუალურ ურთიერთობაში, თუმცა არასდროს უცნიათ დამნაშავედ.
იგივე ბრალდებით, ის ორჯერ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
კელის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რობერტ კელი თავისი სახელისთვის ამ ლაქის მოშორებას აპირებს.
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა

კომენტარები