MI6-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს — რა ვიცით ბლეიზ მეტრეველზე?
ფოტო: The Guardian
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს — MI6-ს — არსებობის ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს. ქართული წარმოშობის ბლეიზ მეტრეველი, რომელიც ორგანიზაციას 1999 წელს შეუერთდა, გახდება MI6-ის მე-18 ხელმძღვანელი გახდება და წელს ამ პოზიციაზე სერ რიჩარდ მურს ჩაანაცვლებს.
ამჟამად მეტრეველი სამსახურში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებას ხელმძღვანელობს. ის უკვე 26 წელია, დაზვერვის ოფიცერია. როგორც თავად ამბობს, "ამ ამოცანით დაჯილდოება მისთვის საამაყო და საპატიოა."
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სერ კირ სტარმერმა ბლეზ მეტრეველის MI6-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა "ისტორიულად" შეაფასა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დაზვერვის სამსახურების როლი "არასდროს ყოფილა ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი".
MI6-ის ძირითადი მისიაა საზღვარგარეთ ღირებული ინფორმაციის მოპოვება, ტერორიზმის აღკვეთა, მტრული სახელმწიფოების საქმიანობის ჩაშლა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. სამსახურის ხელმძღვანელი – რომელსაც ხშირად "C"-ით მოიხსენიებენ – დაზვერვის ერთადერთი თანამშრომელია, რომლის ვინაობაც საჯაროდ ხდება ცნობილი.
ბლეიზ მეტრეველი, რომელიც ამჟამად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილებას ხელმძღვანელობს, ფლობს მნიშვნელოვან როლს საიდუმლო აგენტების იდენტობის დაცვასა და მოწინააღმდეგეთა, მათ შორის ჩინეთის ბიომეტრიული მეთვალყურეობის, თავიდან არიდების შესახებ.
მეტრეველი, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას სწავლობდა, მანამდე მუშაობდა ბრიტანეთის საშინაო უსაფრთხოების სააგენტოში, MI5-ში, დირექტორის პოზიციაზე და კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 2024 წელს კი ბრიტანული საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის საპატიო ორდენით (CMG).
ვინ არის "C" — MI6-ის ხელმძღვანელი?
C არის MI6-ის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.
C ასევე არის ერთობლივი დაზვერვის კომიტეტის წევრი, სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად. ის იღებს დაზვერვის ანგარიშებს, აანალიზებს მიმდინარე სიტუაციებს და რჩევებს აძლევს პრემიერ-მინისტრს.
ხშირად ფიქრობენ, რომ რომ "C" აღნიშნავს უფროსს (ინგლისურად — Chief). ეს ასე არ არის. ბრიტანეთის პირველ სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო სამსახურის ბიურო ერქვა, რომელიც 1900-იან წლებში დაარსდა. მას ხელმძღვანელობდა სამეფო საზღვაო ფლოტის ოფიცერი, კაპიტანი მენსფილდ კამინგი. ის ხელს ყოველთვის გვარის ინიციალით, ასო C-თი აწერდა ხელს, რის შემდეგაც ბრიტანეთის ინტელიგენციის სამსახურში C კოდურ სიტყვად იქცა.
კაპიტანი კამინგი წერდა მწვანე მელნით. დღემდე, MI6-ის ხელმძღვანელი ერთადერთი ადამიანია უაითჰოლში, რომელიც მწვანე ფერით წერს.
რა გამოწვევები ელის ბლეიზ მეტრეველს?
მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, MI6 უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. BBC წერს, რომ გეოგრაფიულად, ეს გამოწვევები დიდწილად რუსეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს, რომლებიც, დასავლური ინტერესების წინააღმდეგ ხშირად ერთადაც მოქმედებენ.
თუმცა, მეტრეველს MI6-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ტექნიკური გამოწვევებიც მრავლად ელოდება. MI6-ის როლია აგენტების დაქირავება ბრიტანეთის მოწინააღმდეგეებისგან საიდუმლოებების მოსაპოვებლად, რომლებიც მოიცავს როგორც მტრულად განწყობილ ერებს, ასევე არასახელმწიფო დაჯგუფებებს, როგორიცაა ალ-ქაიდა.
სწრაფი ციფრული ინოვაციების ეპოქაში, MI6-ს სულ უფრო სწრაფად უწევს განვითარება, რათა გაუსწროს მტრებს და შეინარჩუნოს აქტუალობა, მაშინ როდესაც ამდენი სადაზვერვო ინფორმაცია გროვდება ონლაინში და კოსმოსიდანაც კი.
სერ რიჩარდ მურმა, რომელიც ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელია და რომელიც პოზიციას შემოდგომაზე დატოვებს, თქვა, რომ "სრულიად აღფრთოვანებულია" თავისი კოლეგის "ისტორიული დანიშვნით". "ბლეიზი უაღრესად წარმატებული დაზვერვის ოფიცერი და ლიდერია, ამასთან, ის ერთ-ერთი წამყვანი მოაზროვნეა ტექნოლოგიების მიმართულებით," — თქვა მურმა — "მოხარული ვარ, რომ ის MI6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება."
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
კომენტარები