Nvidia-ს შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა — როგორია აქციების მდგომარეობა
ფოტო: Unsplash
Nvidia-მ (NVDA) გასულ ოთხშაბათს მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლებისა და მოგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რასაც აქციების ფასის 6%-იანი ზრდა მოჰყვა. კომპანიის ცნობით, მისმა მონაცემთა ცენტრების მიმართულებამ 73%-იანი ზრდა აჩვენა.
მიმდინარე წლის პირველის კვარტლის მოლოდინებისა და რეალური შედეგების შედარება ასე გამოიყურება:
- ერთ აქციაზე მოგება: 96 ცენტი, მოსალოდნელი 93 ცენტის წინააღმდეგ;
- შემოსავალი: 44.06 მილიარდი დოლარი, მოსალოდნელი 43.31 მილიარდის პირისპირ.
Nvidia-მ განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტალში გაყიდვებიდან დაახლოებით 45 მილიარდ დოლარს ელოდება, მაშინ როდესაც LSEG-ის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 45.9 მილიარდი დოლარია. კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ მისი პროგნოზი დაახლოებით 8 მილიარდით მეტი იქნებოდა, რომ არა ჩინეთისთვის განკუთვნილი ექსპორტის შეზღუდვა.
აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანიას აცნობა, რომ მის მიერ ადრე ჩაშვებული H20 პროცესორის ექსპორტისთვის ჩინეთში ლიცენზია გახდებოდა საჭირო. Nvidia-მ თქვა, რომ ჭარბი მარაგების შექმნისთვის 4.5 მილიარდი დოლარის დანახარჯი უკვე გაწეული აქვს და აღნიშნა, რომ დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის პროდუქციის გაყიდვას მოახერხებდა, რომ არა შეზღუდვები.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების 50 მილიარდიანი ბაზარი "ფაქტობრივად დახურულია აშშ-ის ინდუსტრიისთვის."
Nvidia-ს AI ინფრასტრუქტურაზე გლობალური მოთხოვნა საოცრად ძლიერია
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, Nvidia-ს ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანია ჯიუტად აგრძელებს ზრდას — ეს კი, უმთავრესად, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. როგორც ცნობილია, ეს ჩიპები ისეთი აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება, როგორიცაა — OpenAI, ChatGPT და სხვები.
Nvidia-ს ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით გაიზარდა და 18.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემოსავლები კი, როგორც უკვე აღინიშნა, წლიურად 69%-ით გაიზარდა და 44.06 მილიარდ დოლარს მიღწია. მონაცემთა ცენტრების გაყიდვები (AI ჩიპები და მათთან დაკავშირებული კომპონენტები) წლიურად 73%-ით არის გაზრდილი და 39 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 88%-ია.
Nvidia-ს სათამაშო განყოფილებამ, რომელიც 3D თამაშებისთვის განკუთვნილ ჩიპებს მოიცავს, შემოსავალი წლიურად 42%-ით გაზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, კომპანია თავდაპირველად ძირითადად სწორედ სათამაშო სექტორისთვის განკუთვნილ ჩიპებს აწარმოებდა, სანამ მის ჩიპებს ხელოვნური ინტელექტის ბუმი დაეწეოდა.
ანგარიშის მიხედვით, ავტომობილებისა და რობოტიკის სექციამ 72%-იანი ზრდა აჩვენა და 567 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა. კომპანიამ ეს ზრდა თვითმართვადი მანქანებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაზრდილ გაყიდვებს მიაწერა.
არსებული მდგომარეობით Nvidia-ს (NVDA) ერთ აქციის შეძენა 134.91 დოლარად არის შესაძლებელი, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 0,63%-იან ზრდას ნიშნავს. კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე კვარტალში საკუთარი აქციების გამოსყიდვაზე 14.1 მილიარდი დოლარი დახარჯეს, ხოლო დივიდენდებისთვის 244 მილიონი დოლარი გაიღეს.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები