5 მიზეზი, რომელთა გამოც ვახტანგ გომელაური არავის მოგვენატრება
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც პოსტს თითქმის 6 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა დატოვა. აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა გომელაურმა, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის "ოცნების" მთავრობის მიერ პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბების, საპროტესტო აქციების კანონდარღვევებით დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეპრესიების დაწყებაში, გადადგომის მიზეზად ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა.
წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რის გამოც გომელაური შსს-ს სადავეებთან არავის მოგვენატრება:
1. აქციების ძალადობრივად დარბევის ბრძანებების გაცემა
ფოტო: Zurab Kurtsikidze
მართალია, ვახტანგ გომელაურს საკუთარ ოჯახთან სურს დროის გატარება, თუმცა სხვისი ოჯახის წევრების სასტიკად დარბევის ბრძანებებს თავად გასცემდა მისი მინისტრობის პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციებზე. "ბრძანებებს მე გავცემ, პირადად გეუბნებით. მარტო გაზზე არა, ბრძანებას ყველაფერზე მე გავცემ, წყლის ჭავლის გამოყენებაზეც," — უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს 2024 წლის ოქტომბრის აქციების დარბევების შესახებ.
2. პასუხისმგებლობის არიდების მუდმივი მცდელობები
ვახტანგ გომელაური
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მაშინ, როცა უწყვეტ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე ძალადობა და მათი დაკავება დაიწყეს, შს მინისტრი კომენტარს აკეთებს მთავარი არხის ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებაზე — "ვერ გეტყვით, ის სწორად დააკავეს თუ არასწორად" — ამბობდა თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც კანონის აღსრულება იყო.
გაუგებარი, ორაზროვანი განცხადებები ალბათ ის მთავარი რამაა, რაც გომელაურისგან ყველაზე მეტად არ მოგვენატრება. უამრავი რამ იყო იმ საკითხების ჩამონათვალში, რაზე საუბარიც შს მინისტრს დაზუსტებით არ შეეძლო: "შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ვერ გეტყვით პანდემიის გულიზა მოიმატა, თუ რისი გულიზა მოიმატა, ნამდვილად ვერ გეტყვით" — ამბობდა მინისტრი 2021 წელს ოჯახური ძალადობის მატების შესახებ.
3. დამნაშავეების დაწინაურება
ფოტო: News.On.ge
გომელაური, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის, მაგნისტკის სიაში შეყვანისა და სხვა საერთაშორისო სანქციების ფონზე ირაკლი კობახიძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თავადაც ახალისებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მორალური წნეხისა თუ კანონების მიუხედავად, საფუძველს უქმნიდა პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებას. მაგალითად, გომელაურმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა როლანდ მესხი, პოლიციელი, რომელიც საზოგადოებამ სტუდენტი გოგოს თმით მოქაჩვით დაიმახსოვრა.
4. მოძალადე ჯგუფებთან მშვიდობიანი მოქალაქეების შეტოვება
ფოტო: ტაბულა
2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში დაანონსებული პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჰომოფობიურ და ძალადობრივ კონტრაქციებზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა და გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, გომელაური ინციდენტზე მედიასთან ორაზროვან კომენტარებს აკეთებდა. "იქ მყოფი პოლიციის ფუნქცია ნაცემი ადამიანების გამოყვანა და არა მოძალადეების დაკავება იყო" — ამბობდა მინისტრი მაშინ, როცა თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფს პრაიდის ჩატარებამდე შსს-სგან უსაფრთხოების გარანტია ჰქონდა მიღებული.
5. მისი საუბრის მანერა
გომელაურს ერთ რამეს ვერ დავუკარგავთ — ავთენტურობა და მისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი საუბრის სტილი მინისტრმა ნამდვილად შეინარჩუნა. გომელაურისგან კუთხური დიალექტისა და ქუჩური ტერმინების სმენა გვიწევდა, რაც ნამდვილად არ მოგვენატრება: "მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში. მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს მე სად ვივლი, უკაცრავად" — თქვა მინისტრმა 2020 წელს.
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
კომენტარები