მერილ სტრიპი ნარნიის ქრონიკების ფილმში ასლანის როლზე განიხილება
ფოტო: Getty / Everett
კინოსამყაროს დედოფალი ჯადოსნური სამყაროს მეფედ შეიძლება მოგვევლინოს — ლეგენდარული მერილ სტრიპი ნარნიის ქრონიკების ახალ ეკრანიზაციაში ერთ-ერთ მთავარ როლზე განიხილება.
სხვადასხვა გამოცემის ცნობით, ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ამჟამად ფილმის შემქმნელებთან მოლაპარაკებების პროცესშია. ფილმში, რომელსაც ნეტფლიქსისთვის ოსკარის ნომინანტი გრეტა გერვიგი იღებს, სტრიპი ასლანის როლზე განიხილება. რადგან ასლანი მამრი ლომია, იგი კაც პერსონაჟად აღიქმება. თანაც, ნარნიის ქრონიკების ავტორის, კლაივ ს. ლუისის, ჩანაფიქრით, ბიბლიური ალეგორიებით სავსე ამბავში ასლანი იესო ქრისტეს სიმბოლოა.
კლასიკად ქცეული ფენტეზი საგის ახალ ეკრანიზაციას ნეტფლიქსზე მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ, მაგრამ პროექტის შესახებ ამ დროისთვის მაინცდამაინც ბევრი რამ არაა ცნობილი. არც ის არ ვიცით, ვინ ითამაშებს ფილმში, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯადოქრის დისწული ერქმევა და ნარნიის ქრონიკების პირველ წიგნს დაეფუძნება. თუმცა, სტრიპის პოტენციური მონაწილეობის გარდა, ვიცით, რომ თეთრი კუდიანის, ჯადისის, როლზე ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX განიხილება.
ფოტო: Disney
ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი, რომ ნეტფლიქსი კლაივ ს. ლუისის შვიდწიგნეულის მიხედვით სერიალსა და ფილმს გადაიღებდა. მოგვიანებით, 2023 წელს, ისიც გაირკვა, რომ ნარნიის ქრონიკების ორ ფილმზე გრეტა გერვიგი იმუშავებდა. ამ დროისთვის კი მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის ნოემბერში გამოვა, დეკემბრისთვის კი ის უკვე ნეტფლიქსის პლატფორმაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
წლების წინ, ნარნიის ქრონიკების მიხედვით დისნეიმაც გადაიღო სამი ფილმი: ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005), პრინცი კასპიანი (2008) და განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა (2010). სამივე ფილმმა ჯამში $1,5 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები