AI-ით შექმნილი გიბლის სურათები სიწმინდის შეურაცხყოფაა — გეტყვით, რატომ
"მგონია, ბოლო ჟამს ვუახლოვდებით. ადამიანები საკუთარი თავის რწმენას ვკარგავთ", — ასეთი გახლდათ ჰაიაო მიაძაკის კომენტარი, როცა AI-ით გენერირებული ანიმაცია პირველად უჩვენეს.
ფოტო: Studio Ghibli
ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) ლამის მთელი ჩვენი ყოველდღიურობა ისე მოიცვა, რომ მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე ხან უნებლიედ და ხანაც გამიზნულად თვალს ვხუჭავთ. არადა, ჩვენი დახუჭული თვალების მიღმა ისეთი სერიოზული პრობლემები წამოიჭრება, როგორიცაა ხელოვანების საავტორო და, ზოგადად, ადამიანური უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
სოციალური მედიის ტრენდებს თუ აქტიურად აკვირდები, ბოლო დღეებში აუცილებლად შენიშნავდი გიბლისეული ანიმაციური სურათების სიჭარბეს. საუბარია სტუდია გიბლიზე — ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკისა და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ იაპონურ კინოკომპანიაზე, რომელმაც არაერთი ჯადოსნური, ხელით ნახატი ანიმაცია გვაჩუქა, მათ შორის, ოსკაროსანი მოჩვენებების მიერ გატაცებული (2001) და ოსკარის ნომინანტი ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი (2004).
როგორ დაიწყო ეს ("ქრინჯი") ტრენდი
ფოტო: Polygon
მარტის მიწურულს, ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-მ მოდელ GPT-4o-ის სურათის გენერირების განახლებული ფუნქცია წარადგინა. ამ ხელსაწყოს, წინამორბედებისგან განსხვავებით, სურათზე გარკვევით დაწერილი ტექსტის გენერირება და ხატვის სხვადასხვა სტილის, მათ შორის, ფოტორეალისტური გამოსახულების, ზედმიწევნით გამეორება შეუძლია. ამ შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, კომპანიის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა ანიმეს სტილში გაკეთებული სელფი გამოაქვეყნა. ალტმანმა იქვე დაამატა, რომ ხელსაწყო უფრო მეტ "შემოქმედებით თავისუფლებას" გვანიჭებს და მისით შეურაცხმყოფელი სურათების გენერირებაცაა დაშვებული. ასე რომ, პლატფორმის მომხმარებლებმაც არ დაახანეს და 11 სექტემბრის, ჰიტლერისა და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის სურათები ანიმაციურ კადრებად აქციეს.
ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა კი გადაწყვიტა, თავისი ოჯახური ფოტო სტუდია გიბლის სტილში გაკეთებულ კადრად ექცია. და თვალის დახამხამებაში აგორდა ახალი ტრენდიც, რომელსაც, თითქოს "სიქრინჯე" აკლდაო, თეთრი სახლის ადმინისტრაციაც არ ჩამორჩა და ნარკოდილერის დაკავების გიბლისეული კადრით შეუერთდა. თუმცა, ეს ტრენდი უფრო მეტად პრობლემურია, ვიდრე, უბრალოდ, "სიქრინჯე" ან თუნდაც საავტორო უფლებების დარღვევაა. იმიტომ, რომ...
ზუსტად შეგვიძლია გამოვიცნოთ, რა აზრის იქნება მიაძაკი
ფოტო: Matt Sayles / Shutterstock
"მიმაჩნია, რომ ანიმატორის იარაღი მხოლოდ ფანქარია", — ამბობს ჰაიაო მიაძაკი, სტუდია გიბლის თანადამფუძნებელი და ხელით ნახატი ანიმაციის "უკანასკნელი მოჰიკანი".
ბოლო წლებში, ანიმაციის სამყარო CGI-მ, კომპიუტერულმა გრაფიკამ, დაიპყრო, მაგრამ მიაძაკის ხელიდან ფანქარი არ გაუგდია (პირდაპირი მნიშვნელობით — 80 წელს გადაცელილიც კი აგრძელებს მუშაობას). ამიტომ, როცა მისმა ამ დროისთვის ბოლო ფილმმა, ბიჭი და ყანჩა (2023), ოსკარი დაიმსახურა, ეს ხელით ნახატი ანიმაციის დაფასების იშვიათი შემთხვევაც იყო.
კარიერას ვამთავრებო, არაერთხელ უთქვამს მიაძაკის, მაგრამ ამ სიტყვებშიცაა სიმართლის მარცვალი — ლეგენდარული ანიმატორი თავის ყოველ ფილმს ისეთი მონდომებით უდგება, თითქოს, ბოლო იყოს; მთელი რუდუნებით, უმცირეს დეტალებზე ყურადღების გამახვილებით ხატავს თითოეულ კადრს. ცხადია, ამას ნებისყოფასთან ერთად, დიდი დროც სჭირდება, მაგრამ მიაძაკის აკვარელში შესრულებული ესკიზები თუ გინახავს, დარწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, ხელოვნების დანიშნულება გაამართლოს და ადამიანური განცდა გადმოსცეს. ამბობს კიდეც, ანიმატორისთვის შთაგონების მთავარი წყარო საკუთარი ემოციები და ტკივილიაო. და ალბათ ამიტომაც, ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი ანიმაციაში CGI-ს გამოყენების მიმართ.
აი, 2016 წელს კი, მიაძაკის აჩვენეს, რა შეუძლია გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. ვიდეოში, რომელიც ბოლო დღეებში ისევ ამოტივტივდა, ლეგენდარულ რეჟისორს AI-ით შექმნილი დასახიჩრებული სხეულის ანიმაციას უჩვენებენ. მიაძაკი ნანახით მოხიბლული არ ჩანს, მცირეხნიანი დუმილის მერე კი ამბავს ჰყვება:
"ბოლო დღეებში აღარ, მაგრამ ყოველ დილით ვხვდები ჩემს მეგობარს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მას ხელზე ხელის მირტყმაც კი უჭირს. გახევებული კუნთით მკლავს ჩემს ხელამდე ვერ სწევს. ახლა მასზე ვფიქრობდი და ვხვდები, რომ ეს [ანიმაცია] ჩემთვის საყურებლად სრულიად უინტერესოა. ვინც ამას ქმნის, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ტკივილი. ეს ზიზღს მგვრის. თუკი საშიში რაღაცის გაკეთება გინდა, მიდი და გააკეთე.
"თუმცა, არასდროს ვისურვებდი, ეს ტექნოლოგია ჩემს საქმეში გამომეყენებინა. მიმაჩნია, რომ ეს თვით სიცოცხლისთვის მიყენებული შეურაცხყოფაა".
საუბარში შემდეგ გიბლის თანადამფუძნებელი ტოშიო სუძუკი ერთვება და ანიმაციის შემქმნელებს ეკითხება, თქვენი მიზანი რა არისო. ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ადამიანის მსგავსად დახატავს სურათებსო, პასუხობენ. აქ კადრი მიაძაკის ნაღვლიან მზერაზე ინაცვლებს, რომელიც ჩვეული პესიმიზმით ამბობს, ბოლო ჟამს ვუახლოვდებითო.
დღევანდელი გადმოსახედიდან კი, მიაძაკის პესიმიზმი მაშინდელზე გადამდებია...
ხელოვნური ინტელექტი ხელოვანების წინააღმდეგ
ფოტო: Analytics Insight
ხელოვნება ადამიანების ინდივიდუალურ გამოცდილებებსა და განცდებს ემყარება. გიბლის ანიმაციებიც ხომ იმიტომ გვიყვარს ასე ძალიან, რომ ჯადოსნურობასთან შერწყმული რეალისტურობით ჩვენში ყველაზე სათუთ შეგრძნებებს აღვივებს. ამას ვერასდროს ვერ შეცვლის ვერცერთი მოწყობილობა თუ მანქანა. მას მხოლოდ უღიმღამო ასლის შემოთავაზება თუ შეეძლება.
"მათ ხელოვნება არ ესმით, მათ ესმით მხოლოდ სარგებელი, ამიტომაც ვერ მოიხელთეს მიაძაკის შემოქმედების ხიბლი", — ასე აფასებს ბოლოდროინდელ ტრენდს სიდნეის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი დებორა შაპირო.
თუმცა, ხიბლის მოხელთებას ვინ ჩივის, როცა საქმე ეხება ცოცხალი ხელოვანების საავტორო უფლებების დარღვევას. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები თავიანთი ხელსაწყოების გასაწვრთნელად ხშირად უნებართვოდ და კომპენსაციის გადახდის გარეშე იყენებენ საავტორო მასალებს, მათ შორის, ნახატებსა და ტექსტებს. ამ პრაქტიკის წინააღმდეგ 10 ათასზე მეტმა მწერალმა, როგორებიც არიან ჯეიმს პეტერსონი და მარგარეტ ეტვუდი, ღია წერილით გაილაშქრეს. რამდენიმე მათგანმა OpenAI-სთან სამართლებრივი დავაც წამოიწყო. მათ შორისაა სატახტოთა თამაშის ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინი.
ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებაზე დისკუსია რამდენიმე შემთხვევამ გაამწვავა. მაგალითად, წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა. რამდენიმე კვირის წინ, 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელიც კრისტის აუქციონს მოუწოდებს, AI-ნამუშევრების პირველი გამოფენა-გაყიდვა გააუქმოს.
- კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
- ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
თუმცა, საავტორო უფლებების საკითხზე არანაკლებ დამაფიქრებელია თვით ხელოვნების ბედი ასეთ არასაიმედო დროში. ახლა ხელოვანებზე მეტად უკვე ის ხალხი მედარდება, რომელიც უფერულ იმიტაციებს შეიძლება დასჯერდესო, წერს The New Yorker-ის კრიტიკოსი კაილ შეიკა.
ასევე იხილეთ:
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება
გადახედვა
-
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა
გადახედვა
-
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
-
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
-
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
-
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
გადახედვა
-
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
-
გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
გადახედვა
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა

კომენტარები