PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა
ფოტო: PSP
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.
ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.
საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე. საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.
ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა. PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.
2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft 365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.
გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ, უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.
"Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.
პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს ამ სფეროში." — აცხადებენ PSP-ში.
PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
კომენტარები