"ვშიშობ, ჩემი ცხოვრების ბოლო თავია" — დამბლდორის როლის შემსრულებელი ჰარი პოტერის სერიალზე
ფოტო: Jessica Howes / Murray Close/ Warner Bros./ Courtesy Everett Collection
ამერიკელმა მსახიობმა ჯონ ლითგოუმ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჰარი პოტერის სერიალში ითამაშებს და ჯადოქრების სკოლის დირექტორს, ალბუს დამბლდორს, განასახიერებს. ვებგამოცემა ScreenRant-თან ინტერვიუში ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"სანდენსის კინოფესტივალზე ვიყავი, რომ დამირეკეს", — იხსენებს ლითგოუ, — "ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან, ვშიშობ, ეს [პროექტი] ჩემი ცხოვრების ბოლო თავს განსაზღვრავს. თუმცა, მაინც ძალიან მიხარია".
მსახიობს ამ შემოდგომით 80 წელი უსრულდება. ჰარი პოტერის სერიალი კი, როგორც უკვე ვიცით, შვიდ სეზონს მოიცავს — ჯოან როულინგის ფენტეზი საგის თითოეული წიგნის ეკრანიზაციას ერთი სეზონი დაეთმობა.
"ჰარი პოტერმა ისევ მიიქცია უამრავი შესანიშნავი ადამიანის ყურადღება, ამიტომაც გამიჭირდა ასე ძალიან გადაწყვეტილების მიღება", — აღნიშნავს ლითგოუ, — "გადაღებები რომ დასრულდება, ასე, 87 წლამდე ასაკის ვიქნები, მაგრამ მაინც დავთანხმდი შემოთავაზებას".
ჯონ ლითგოუ უინსტონ ჩერჩილის როლში (The Crown)
ფოტო: Netflix
მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ჰარი პოტერის სერიალში ჯერჯერობით არცერთი სხვა მსახიობის მონაწილეობა არაა დადასტურებული. ამიტომ, სოციალურ ქსელებში ფანებიც თამამად განიხილავენ ამა თუ იმ მსახიობის პერსპექტივას სხვადასხვა როლზე. მაგალითად, სურთ, ლორდი ვოლდემორი კილიან მერფიმ განასახიეროს.
რაც შეეხება დამბლდორს, ჯოან როულინგის წიგნების ეკრანიზაციებში ჯადოქრების სკოლის დირექტორი სამმა სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა: პოტერიადის ფილმებში მისი როლი რიჩარდ ჰარისმა და მაიკლ გემბონმა შეასრულეს, ჯადოსნური ცხოველების სერიაში კი ახალგაზრდა დამბლდორი ჯუდ ლოუმ ითამაშა.
ფოტო: Warner Bros. Pictures
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ 2023 წელს დადასტურდა.
- GOT-ის და The Last of Us-ის რეჟისორი — ცნობილია, ვინ იმუშავებს ჰარი პოტერის სერიალზე
- ჰარი პოტერის ფილმებში გამოტოვებული 5 პერსონაჟი, რომლის ხილვაც სერიალში გაგვიხარდება
ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები