რატომ დახურეს დემირელის კოლეჯი - ავტორიზაციის საბჭოს წევრის განმარტება
ფოტო: pdc.ge
ბათუმში არსებული შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, ფეთულა გიულენთან დაკავშირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის კიდევ ერთი სკოლა, დემირელის კერძო კოლეჯი დაიხურა. ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად მიიღო.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში On.ge-ს უთხრეს, რომ სკოლამ თავად შეიტანა განაცხადი რეავტორიზაციაზე, თუმცა პროცედურა ვერ გაიარა. როგორც ცენტრში ამბობენ, დარღვეული იყო ინფრასტრუქტურასთან, რესურსებთან და პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტები, ასევე, გამოიკვეთა კანონდარღვევებიც.
შესაბამისი დასკვნა და ოქმი 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა მანამდე On.ge დეტალების გასარკვევად ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრს, რეზო აფხაზავას დაუკავშირდა.
"მათ გააკეთეს არჩევანი არა სკოლის სასარგებლოდ, არამედ თავიანთი თურქი თანამოქალაქეების სასარგებლოდ. ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, საბჭოს არც ერთი წევრი არ იყო წინააღმდეგი. ძალიანაც რომ გვდომოდა, უბრალოდ არგუმენტს ვერ ნახავდით, რომ ეს არ გაგვეკეთებინა," - ამბობს აფხაზავა.
საბჭოს წევრის თქმით, სკოლის მხრიდან მთელი რიგი საკითხები იყო უხეშად დარღვეული. მისივე თქმით, საბჭოს სრულიად სხვა წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტების წინაშე დადგა. რეზო აფხაზავა ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა არ ემთხვეოდა განათლების ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე, მოსწავლეები, რომლებიც არ ირიცხებოდნენ სკოლაში, მათ წლის ბოლოს ჰქონდათ შეფასებები მიღებული. მთავარი დარღვევა კი, რომელმაც სხვა მნიშნველოვანი დარღვევები გააფერმკრთალა, აფხაზავას აზრით, არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის საბუთების დამზადება იყო:
"დროის მოკლე მონაკვეთში სკოლა იღებდა არაქართულენოვან მოსწავლეებს. შემდეგ ამ მოსწავლეებს გამოცდებს აბარებინებდა და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას უდგენდა. მაგალითად, სკოლას ერთ დღეში ჰყავს მიღებული რამდენიმე მოსწავლე, იმავე დღეს აქვთ ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა შედგენილი, იმავე დღეს აქვთ ამ გეგმის მიღწევა დაფიქსირებული, იმავე დღეს აქვთ გამოცდები ჩაბარებული და იმავე დღეს არიან ამორიცხულები და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთით გაშვებული. ასეთი შემთხვევები იყო ძალიან ბევრი, მინიმუმ, 87."
რეზო აფხაზავას On.ge-მ შაჰინისა და დემირელის სკოლებისთვის ავტორიზაციის გაუქმებასა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების პროცესში თურქეთის ჩართულობაზეც ჰკითხა. აფხაზავა ამ საკითხს პირიქით ხედავს და ამბობს, რომ დემირელის კოლეჯის დამფუძნებლებმა მოსწავლეებისთვის საბუთების გაკეთება არჩიეს სკოლის ფუნქციონირებას:
"როგორც ჩანს, ამ სკოლის დამფუძნებლებმა არჩევანი გააკეთეს თავიანთ თანამოქალაქეებზე, რომ მათ შეუქმნან კომფორტული მდგომარეობა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გააკეთეს სკოლების ხარჯზე. ამათ გადაწყვიტეს, რომ დემირელის სკოლას გაეტარებინა არაკანონიერად ძალიან ბევრი თურქი მოსწავლე, რომ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთები გაეკეთებინათ, რათა შემდეგ, სხვა ქვეყანაში წასვლისას ეს საბუთები ჰქონოდათ."
დემირელის კოლეჯის პოზიციას აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, On.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
საქართველოში, ფეთულა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი რვა დაწესებულებიდან ორს ავტორიზაცია უკვე შეუწყდა. მეოთხე თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი თურქეთის მოთხოვნით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სისტემაში მოღვაწეობს. ის დემირელის კოლეჯის მენეჯერი იყო.
შაჰინის სკოლის დახურვა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც და პროცესის მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა.
2016 წლის მარტში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ავტორად თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრირებული სასულიერო ლიდერი ფეთულა გიულენი დაასახელა და მისი ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, არაერთმა სახელმწიფომ დახურა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი დაწესებულებები.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები