გიორგი ვაშაძე

13 Dec. 2024, 18:16

ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ, როგორც ივანიშვილის ქართულ ოცნებას. სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების დასანქცირება დაიწყო. არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს.

ფაქტობრივად, ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  3. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  4. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  5. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობას…