სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

30 Nov. 2024, 20:58

აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა.

ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთის მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან, სადაც ხართ...

[...] ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ, ახალი არჩევნებით, ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.

ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მეც მოვიწვიე და რომელთან ერთადად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე ვერ აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს. მე თქვენთან ვარ და ვიქნები


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ