სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

30 Nov. 2024, 21:00

აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა.

ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთის მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან, სადაც ხართ...

... ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ, ახალი არჩევნებით, ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.

ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მეც მოვიწვიე და რომელთან ერთადად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე ვერ აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს. მე თქვენთან ვარ და ვიქნები


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…