ზუგდიდში და ქუთაისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ფოტო: ინტერპრესნიუსი
28 ნოემბერს, ოცნების ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში სპონტანური საპროტესტო აქციები მოეწყო. საპროტესტო ტალღა გრძელდება — თბილისის პარალელურად აქციებია ზუგდიდსა და ქუთაისში.
სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ მსვლელობით მერიის შენობასთან მივიდნენ.
ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი მართავს აქციას. ისინი აცხადებენ, რომ ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.
"გუშინ, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.
ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ვასწავლოთ უნივერსიტეტში. ამგვარი განვითარების გამო, საფრთხე ემუქრება სასწავლო პროცესს, ყველა ჩვენს გაცვლით პროგრამას, კვლევების მხარდაჭერას და საერთოდ უნივერსიტეტის არსებობას.
ამიტომაც, ვაცხადებ პროტესტს და მიგვაჩნია, რომ ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!
მოვუწოდებთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოუერთდნენ ამ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი! ეს არის ბრძოლა ყველა ჩვენთაგანის საერთო მომავლის დაცვისთვის!
მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, ყველა დეკანს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი;
ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ლეილა ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ირაკლი ბარამიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
კახა სურგულაძე, ბსუ-ს პროფესორი;
ნელი ახვლედიანი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ნათია ხარატი, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი;
ცირა კაპანაძე, ბსუ-ს მოწვეული ლექტორი.
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
კომენტარები