ნათია მეზვრიშვილი

6 Nov. 2024, 12:14

"როდესაც დადგება ნამდვილი გამოძიების ჩატარების დრო, მერე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ცესკოს თავმჯდომარე, ვერც პროკურატურა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ხელს უწყობს და ეხმარება ცესკოს და ვერც ერთი ის უწყება და თანამდებობის პირი, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას.

ეს ერთი, მეორე — ეს არის ანომალია, რაც ახლა ხდება, რა მუხლითაც მე აქ ვარ გამოცხადებული. მე ვიყავი ის, ვინც ამ მუხლის დაწერაში იღებდა მონაწილეობას და ჩვენ ეს მუხლი ამისთვის არ დაგვიწერია. სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის, რასაც ახლა ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ის უწყება, სადაც მე 11 წელი ვმუშაობდი, აი, აქ აწყობს. ვითომ გამოძიებას ატარებენ და რეალურად მე ჩავატარე ეს გამოძიება, მე ვიყავი საგამოძიებო ორგანო, ვერ მოვაგროვე მტკიცებულებები, ვერ გამოვკითხე მოწმეები, ვერ მოვაგროვე ფოტო მტკიცებულებები, მე და ჩემმა საარჩევნო გუნდმა, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამაზე და როგორც ჩანს აქვს კომპეტენციის პრობლემა, როგორც ჩანს უნდათ, რომ გამოძიებას მივცეთ მიმართულებები და ჩვენი გამოცდილებებით, პრობლემა არ არის, ამ გამოძიებას მიმართულებას მივცემთ.

ეს არის სპეცოპერაცია, ჩვეულებრივად ცდილობს პროკურატურა და ცესკო, მარტივად რომ ვთქვათ, მძევლად აიყვანოს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელმაც არჩევნების გაყალბება უნდა დაამტკიცოს და უნდა დააბრუნოს ჩვენი მოქალაქეების მოპარული ხმები. რეალურად ცდილობენ, რომ სიმართლე გააფუჭონ, რომ ვეღარასოდეს სიმართლის დადგენის შესაძლებლობა ვეღარ გახდეს შესაძლებელი. 

ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გასაჯაროება 29 ოქტომბერს და ცესკომ იცოდა შესანიშნავად და პროკურატურამაც იცოდა, რას ვითხოვდით. 30 ოქტომბერს ცესკომ მიმართა პროკურატურას ამ ყალბი გამოძიების დაწყებაზე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა. 1-ელ ნოემბერს, კოორდინირებულად ცესკოს თავმჯდომარე დაჯდა იმედზე, გააკეთა მინიშნება პროკურატურისთვის გადაცემაზე და პირველ ნოემბერსვე პროკურატურამ მიმართა ცესკოს, რომ მისთვის გადაეცა ეს მტკიცებულებები და მოიპოვა სასამართლოს განჩინება. ამიტომ ეს სპეცოპერაცია არის ძალიან ნათელი და ცხადი. თუ ასე გაგრძელდება, დიდი ალბათობით, ის მტკიცებულებები, რომელმაც ამ არჩევნების გაყალბება უნდა დაადასტუროს, აღარ იარსებებს და ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისმგებელი იქნება, პირველ რიგში, ცესკო და პროკურატურა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  5. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე

Telegram-ის დამფუძნებელი რუსი მილიონერი პაველ დუროვი თბილისში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,…