7 რამ, რაც მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკზე უნდა იცოდეთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია. ჯილდო მას საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე რამდენიმე დღის წინ მიანიჭა. ჯილდო უპრეცედენტოა საქართველოს ფინანსური სექტორისთვისაც, რადგან ამ ტიტულს აქამდე მხოლოდ დიდი საერთაშორისო საბანკო ორგანიზაცები იღებდნენ.
ამ სტატიაში ჩვენ ახლოს გაგაცნობთ საქართველოს ბანკის ციფრულ მიმართულებას და მოგიყვებით იმ ინიციატივებზე, რომელთა დახმარებით ბანკმა მსოფლიოში საუკეთესოს სახელი მოიპოვა.
1. საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი ციფრული ეკოსისტემა
6 წლის წინ საქართველოს ბანკმა ციფრული ეკოსისტემის განვითარება დაიწყო. ხედვა გულისხმობდა ბანკის მიერ ისეთი პროდუქტებისა და პლატფორმების შექმნას, რომელთა დახმარებით ყოველდღიურად ასობით ათას ადამიანს დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა ექნებოდა. ამ ხედვით განვითარდა საქართველოს ბანკის მობილბანკი, ინტერნეტბანკი, sCoolApp, ბიზნეს ინტერნეტ ბანკი, ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს მენეჯერი, რომლებმაც როგორც მოსწავლეების, ისე ზრდასრულებისა, თუ ბიზნესისთვის რელევანტური პროდუქტები და სერვისები გააერთიანა.
2. 1 500 000+ ციფრული მომხმარებელი
საქართველოს ბანკის მიერ მიღებული კიდევ ერთი ჯილდო - საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი მსოფლიოში - სწორედ მობილბანკში და სხვა აპლიკაციებში დანერგილ იმ ინოვაციებს აღიარებს, რომლებიც მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს ყოველდღიურობას უმარტივებს. მობილბანკი უკვე გასცდა ტრადიციული საბანკო აპლიკაციის საზღვრებს და იგი მრავალფეროვან შეთავაზებებს, საჯარო სერვისებს, დაზღვევასა და სხვა პროდუქტებს აერთიანებს, რითიც ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ამ დაჯილდოებაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდოც მიიღო.
3. საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის რეგიონში
საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი, ბიზნესის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო. აღიარება ბანკმა სხვადასხვა ინოვაციისა და მიღწევის შედეგად მოიპოვა. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება; ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ.
აღსანიშნავია, ასევე, ბიზნეს მენეჯერი - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გადახდების მენეჯერს, API მენეჯერსა და Ads მენეჯერს. მისი მეშვეობით ბიზნესებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მიღებული გადახდები მართვა, შეთავაზებების შექმნა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის და API სერვისების ინტეგრაცია საკუთარ პროდუქტებში.
4. საუკეთესო საინვესტიციო და სახაზინო მომსახურება ბიზნესის მიმართულებით
ეს დამატებით ორი მიმართულებაა, რომლისთვისაც ბანკი ახლახან დაჯილდოვდა. თანხისა და ტრანზაქციების მართვის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკშია ხელმისაწვდომი, ბიზნესებს სახაზინო ოპერაციების გამართულად შესრულებაში ეხმარება. მათ შორის გამორჩეულია ვალუტის გაცვლის ფუნქციონალი, გადარიცხვების რეპორტინგი, გამარტივებული გზავნილები და სხვა.
გაციფრულებულია ასევე საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა ბიზნესისთვის, რამაც Global Finance-ის ჟიურის წევრებისგან განსაკუთრებული შეფასება და ჯილდო დაიმსახურა.
5. ჯილდო გადახდებისა და დაკრედიტებისთვის სამომხმარებლო მიმართულებით
საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური დასწავლის მოდელებს. სწორედ ამ ტექნოლოგიების დახმარებით, ბანკმა მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, ფინანსებზე წვდომა 2 წუთზე ნაკლებ დროში, ციფრულად, მობილბანკის მეშვეობით ჰქონდეთ. გარდა ამისა, პერსონალიზებული გახდა სახელმწიფო სერვისებისა თუ სხვა ტიპის გადახდების პროცესი, მობილბანკს დაემატა მანქანის სივრცე, შედეგად კი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შესრულებულმა გადახდების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
6. საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი ბიზნესის მიმართულებით
მორიგი ჯილდო ბანკს ბიზნესის მიმართულებით განხორციელებული სოციალური მედია მარკეტინგისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური სტარტაპებითა და კორპორაციული ინსტიტუტებით გაგრძელებული, გასულ წელს სოციალურ მედიაში საქართველოს ბანკმა 100-მდე ბიზნესი წარმოაჩინა. მათი გეგმების, ინოვაციური მიდგომების და პროდუქტის სწორად გაშუქებით კი შეამცირა დისტანცია ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბანკმა ეს ჯილდო მიიღო, სოციალური მედიის მიმართულებით დანერგილი პლატფორმები და შიდა ინსტრუმენტებია, რომელთა დახმარებით, იგი მყისიერად პასუხობს ბიზნესების საჭიროებებს და საბოლოოდ, მათ სურვილების რეალიზაციასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ეხმარება.
7. Global Finance-ის შეფასება
საქართველოს ბანკმა ჯამში 9 მიმართულებით მოიპოვა ჯილდო. Global Finance-ის განცხადებით, ეს მომხმარებლების ციფრულ არხებში მოზიდვის გამორჩეულმა სტრატეგიამ, ციფრული შეთავაზებების შექმნამ, ციფრულ არხებში მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და მრავალფეროვანმა პროდუქტებმა განსაზღვრა.
საგულისხმოა, რომ ამ ჯილდოს 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბანკი Citi იღებდა, წელს კი პირველად ტიტული საქართველოს ბანკმა მოიპოვა.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების მიერ გამოხატული ნდობაა. ჯილდო კი არის გაწეული სამუშაოს აღიარება, რომელიც ჩვენ მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე გავაუმჯობესეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და უახლოეს პერიოდში როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნესის მიმართულებით არაერთ სიახლეს დავნერგავთ. საერთო ჯამში, ჩვენი მისიაა, განვავითაროთ ისეთი ციფრული საბანკო ეკოსისტემა, რომლის ცენტრალური ფიგურა ჩვენი მომხმარებელი იქნება", — განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
კომენტარები