საქართველოს პრეზიდენტი პრო-დასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხვდება — დეტალები
დღეს, 8 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძლიერი საქართველო, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და გახარიას პარტიის ლიდერები მივლენ. დღის მთავარი თემა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაა.
პრეზიდენტი, ქარტიის ხელმომწერებს, დროებით პროფესიულ მთავრობას და პრემიერს სთავაზობს, რომელმაც იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოლაპარაკებების კარი გახსნას ამისთვის სწრაფი რეფორმები უნდა გაატაროს. ოპოზიციის ის მხარე, რომელიც პრეზიდენტს ხვდება, ამ იდეას იზიარებს და ეთანხმება.
პარტიები, რომლებიც დღეს პრეზიდენტთან აპირებენ მისვლას მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილთან კონსულტაცია აუცილებელია, თუმცა ფიქრობენ, რომ თანამდებობის გადანაწილება ჯერ ნაადრევია. შეხვედრები ორბელიანის სასახლეში დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი სახელმწიფოში, ის არის მნიშვნელოვანი ხმა ქართველი ხალხის დასავლეთში ჩვენი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი კოალიციის წევრმა პარტიებმა, შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, რომ პრეზიდენტთან მივიდეთ კონსულტაციაზე.
ვფიქრობთ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოგვისმინონ, ჰქონდეთ იმედი გამარჯვების და მოგვისმინონ, რა დაპირებას ვაძლევთ მათ, რომ მართლა მივხედავთ ამ ქვეყანას 27 ოქტომბრის შემდეგ, წინასწარ კანდიდატებზე და თანამდებობებზე საუბარი არის კონტრპროდუქტიული და სასარგებლო არ არის, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.
იმავე აზრზეა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი — გიორგი ვაშაძე.
პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი. თანამდებობები, ვინ რას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ რა თქმა უნდა, მოვუსმენ სალომე ზურაბიშვილს. ახლა, მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ მასთან ერთად ყველანი მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვაძლევდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოში არის და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით.
თუ გაინტერესებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები გაწევრიანდით ჯგუფში — საპარლამენტო არჩევნები 2024
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები