სრულად ელექტრო და უფრო დახვეწილი — Porsche Macan-ის შთამბეჭდავი პრეზენტაცია ინდუსტრიულ სივრცეში
ფოტო: თეგეტა
· გერმანული პრემიუმ კლასის პირველი ელექტრო SUV პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
· საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო.
სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს პორშე ცენტრი თბილისმა ისტორიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა.
ახალი Macan-ი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan-ი Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა. თბილისურ პრემიერაზე პრეზენტაციას თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ნიკა კოხოძე და „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი პეტრე წაქაძე უძღვებოდნენ.
ფოტო: თეგეტა
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "ახალი სრულად ელექტრო Porsche Macan-ი წლის მთავარი მოვლენაა Porsche-სთვის და ცხადია, პორშე ცენტრი თბილისისთვის. ამჯერადაც ფეხდაფეხ მივყვებით Porsche-ს სიახლეებს და მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო პრემიერის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს, ელექტრიფიცირებული Macan-ი ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს წარვუდგინოთ. ეს არის Porsche-ს პირველი ელექტრო SUV, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. განახლებული და უფრო დახვეწილია დიზაინი როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბუნებრივია, რადიკალურად შეცვლილია ძრავა, თუმცა უცვლელია Porsche-ს მართვის უნიკალური დინამიკა. ახალი Macan-ი გამოირჩევა სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით, შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 654 კილომეტრს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ Porsche-ს ეს ეკომეგობრული მოდელი საუკეთესოა, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე შორ მანძილზე სამოგზაუროდ.
საერთაშორისო გაყიდვები ერთდროულად იწყება, მათ შორის არის საქართველო, სადაც გერმანულ ბრენდს პორშე ცენტრი თბილისი უკვე 13 წელია წარმოადგენს და რეგიონში Porsche-ს ჰაბად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად ირჩევს ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს. ჩვენც ვაგრძელებთ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას და არჩევანთან ერთად, შესაბამის ინფრასტრუქტურასაც ინტენსიურად ვაფართოებთ".
ფოტო: თეგეტა
ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი პორშე ცენტრი თბილისმა ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია ქართული ფილმის ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა. მთავარი ექსპონატი ელექტრო Porsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს.
ფოტო: თეგეტა
700-მდე სტუმრისათვის ღონისძიებას მუსიკალურად, კლასიკური როიალისა და ელექტრონიკის თანხლებით, არტისტი kordz აფორმებდა. ცოცხალი შესრულებით წარდგა ასევე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku.
ფოტო: თეგეტა
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "Porsche Macan-ის პრეზენტაცია ამ განსაკუთრებული მოდელის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. ხედვა განვითარებასა და წინსვლაზეა დამყარებული, სადაც საფუძველი ბრენდის საწყისები და ურყევი ღირებულებებია. მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც ასე განსაზღვრეს: Keep your essence — შეინარჩუნე შენი არსი. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსითაც გვინდოდა ეს იდეა გადმოგვეცა. შევარჩიეთ სივრცე, სადაც თითქოს თანამედროვეობა და კლასიკა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიას, რომელიც ერთ დროს დედაქალაქის გამორჩეული ადგილი იყო, ღონისძიებისათვის იერსახე სრულიად შევუცვალეთ. საგანგებოდ შერჩეული ფერებითა და შოუს ელემენტებით შევეცადეთ, Porsche-ს ახალი მოდელის სტილი და ხასიათი წარმოგვეჩინა. იმედი გვაქვს, სათქმელი მომხმარებლამდეც ზუსტად მივიტანეთ და ახლა Porsche-ს მოყვარულებს პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში დაველოდებით".
ღონისძების მხარდამჭერები იყვნენ TBC დაზღვევა, TBC ლიზინგი, TBC კონცეპტი, ალდაგის პერსონალური დაზღვევა Primo და Gastronome.
ფოტო: თეგეტა
Porsche Macan Turbo — ტექნიკური მახასიათებლები
ახალი ელექტრო Macan-ის სიმძლავრე 639 ცხენის ძალამდეა. DC-დამუხტვის სიმძლავრე კი — 270 კილოვატამდე. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. სრული დატენის შემთხვევაში, ელექტრომობილს 613 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს WLTP-ის მიხედვით.
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. Porsche-ს ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეაა, რომელიც გერმანული ბრენდის სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა Macan-მა მიიღო.
ფოტო: თეგეტა
Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი მაკანი ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.
ამასთან ერთად, ელექტრიფიკაციის შემდეგ Macan-ი უფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა.
ინტერიერში კი Porsche-სთვის დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ასევე განთავსებულია ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული. ასევე ახალმა Macan-მა მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო — მაქსიმუმ 3 ეკრანით.
ზამთარში გამართული წარდგენის შემდეგ Porsche Macan-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩაეშვა გაყიდვაში. მათ შორის არის საქართველო და პორშე ცენტრი თბილისი, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის №129-ში მომხმარებელს Destination Porsche კონცეფციით შექმნილ შოურუმში ელოდება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
-
სრიალებ ახლა, იხდი მერე სრიალებ ახლა, იხდი მერე
-
"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
გადახედვა
-
გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
კომენტარები