პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

7 Oct. 2024, 13:10

"თუ მეკითხებით განცხადებაზე, რომელიც პარასკევს გავაკეთე თბილისში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით, მაშინ გეტყვით, რომ მე მკითხეს აზრი ბანერებზე და მეც გულწრფელად გავეცი პასუხი, როგორც ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში.როგორც ევროკავშირის ელჩი, მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ვერავინ დამადანაშაულოს ჩარევაში.მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და მხოლოდ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება მთავრობაში.მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური იქნება.ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

[...]

ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო. თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის წინაპირობაა. მედიის გადასაწყვეტია, რა სურთ და რა — არა, რა განცხადებებს მიჰყვებიან, რას — არ მიჰყვებიან. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თქვენ დამისთვის კითხვა, მედიამ და გამოვხატე ჩემი მოსაზრება. გამოვხატე ჩემი შეხედულებები და ვრჩები იმავე აზრზე — დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა წესებს მიჰყვნენ"


შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა "ოცნების" პროპაგანდისტულ წინასაარჩევნო ბანერებს, რომელზეც დაბომბილი უკრაინული ქალაქებია გამოსახული, "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა.
მეორე დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე ელჩის ამ განცხადებას უხეში ფორმით გამოეხმაურა და თქვა, რომ "ასეთი განცხადებებისთვის, სხვა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა საქართველოს ელჩს გამოაპანღურებდა ქვეყნიდან"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი"

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ გდდ-ის ყოფილ…