5 ოთხფეხა მეგობარი, რომელმაც მსოფლიოს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა
ფოტო: American Kennel Club
ცხოველები ხშირად გვაკვირვებენ თავიანთი უნიკალური ხასიათით, თვისებებითა თუ გონიერებით — ხანდახან ისეთ რამეს გააკეთებენ და მოისაზრებენ, ჩვენს გაოცებას, გაცინებას თუ დასევდიანებასაც ახერხებენ.
მსოფლიოს არაერთი ცნობილი ცხოველი ახსოვს, რომელთაც თავი არამხოლოდ სისაყვარლით, არამედ გამბედაობით, ერთგულებით, მტკიცე ნებისყოფით დაამახსოვრეს და არაერთი ფილმისა თუ მულტფილმის შთაგონებადაც იქცნენ. გიზიარებთ 5 ცხოველს, რომელთაც მსოფლიოს თავი სამუდამოდ დაამახსოვრეს:
ფოტო: Giphy
1. ჰაჩიკო
ფოტო: Asahi
ეს სია ჰაჩიკოთი რომ არ დავიწყოთ, ნამდვილი უსამართლობა იქნება — ეს იაპონელი აკიტა ხომ, ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძაღლია.
მისი სევდიანი ისტორია, ალბათ, ყველასთვის ცნობილია. ჰაჩიკო და მისი პატრონი, პროფესორი ჰიდესაბურო უენო ტოკიოში ცხოვრობდნენ. პროფესორი უენო სამსახურში ყოველ დილით შიბუიას სადგურიდან მიდიოდა ხოლმე. ჰაჩიკო მას ყოველ დილით აცილებდა სამსახურში და მთელი დღის განმავლობაში დინჯად, ადგილიდან ფეხის მოუცვლელად ელოდა პატრონის დაბრუნებას. ერთ დღეს პროფესორი სამსახურში გარდაიცვალა და სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო, თუმცა ჰაჩიკოს მისი ლოდინი არ შეუწყვიტავს — ის 9 წლის განმავლობაში დადიოდა შიბუიას სადგურზე და ყოველ დღე ელოდა საყვარელი პატრონის გამოჩენას.
ჰაჩიკოს ისტორია, ერთგულება და გონიერება უამრავი ადამიანის გულს შეეხო. მის პატივსაცემად შიბუიას სადგურზე ბრინჯაოს ქანდაკებაც აღიმართა.
ჰაჩიკოს პატივსაცემად აღმართული ბრინჯაოს ქანდაკება შიბუიას სადგურის გარეთ, იაპონიაში
ფოტო: Max Khoo/Shutterstock
2. ლაიკა
ფოტო: The New Yorker
ლაიკა მსხვერპლის გაღების, უცოდველობისა და ახალი აღმოჩენების სიმბოლოა. ის მოსკოვში მცხოვრები მეტისი ცუგა იყო, რომელიც "კოსმოსური რბოლის" პერიოდში, 1957 წელს საბჭოთა მეცნიერებმა სპუტნიკ 2-ის მისიისთვის შეარჩიეს. სამწუხაროდ, ამ დროს კოსმოსში გაგზავნილი ცოცხალი არსებების უკან დაბრუნების გზა არ არსებობდა, ამიტომ ლაიკა მისიის დაწყებამდე განწირული იყო.
ლაიკა კოსმოსში 1957 წლის 3 ნოემბერს გაემგზავრა და რამდენიმე საათში დაიღუპა. ამ ისტორიის ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, ლაიკას მისიამ ადამიანებს კოსმოსისკენ მიმავალი გზა გაუხსნა — მისი ღვაწლი მეცნიერებაში შეუფასებელია.
3. ბალტო
ფოტო: American Kennel Club
ბალტოს მულტფილმზე ბავშვობაში რამდენს გვიცრემლია, ვინ მოთვლის...
ბალტო ციმბირული ჰასკი იყო, რომელიც 1925 წელს ნამდვილი გმირი გახდა. ამ დროს ალასკის ქალაქ ნოუმში დიფტერიის ეპიდემია მძვინვარებდა, თუმცა მკაცრი ზამთრის და ტრანსპორტის გზების არარსებობის გამო ნოუმში ვაქცინის ჩამოტანა ვერ ხერხდებოდა. ეს კრიტიკული პასუხისმგებლობა მამაც და ჭკვიან ძაღლთა ჯგუფს დაევალა, რომელსაც სწორედ ჩვენი ბალტო ხელმძღვანელობდა. ბალტო საოცარი ლიდერი აღმოჩნდა — ის თავის თანაჯგუფელებს უმძიმეს კლიმატში უძღოდა წინ, მოუწია ქარიშხლის, მძიმე თოვის, ყინვის გადატანა და წამალი 1085 კილომეტრის მანძილზე უსაფრთხოდ ატარა.
1925 წლის 2 თებერვალს მამაცმა ძაღლებმა ნოუმში წამალი მიიტანეს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. ბალტო ეროვნული გმირი გახდა და მის გამბედაობისა და მიზანდასახულობის სიმბოლოდ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ძეგლი აღიმართა.
ფოტო: American Kennel Club
4. "ჩაუძირავი" სემი
ფოტო: Catpedia
"ჩაუძირავი" სემის ისტორია დამთხვევებისა და ბედისწერის არსებობაში ნამდვილად დაგარწმუნებთ.
სემი კატა იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამი გემის ჩაძირვას გადაურჩა. სემი 1941 წელს გერმანულ საბრძოლო ხომალდზე, "ბისმარკზე" იმყოფებოდა და ეკიპაჟთან ერთად მოგზაურობდა, როცა გემი ბრიტანულმა ფლოტმა ჩაძირა. სემი სწორედ ამ ბრიტანული ხომალდის, "Cossack"-ის მეზღვაურებმა გადაარჩინეს და თავიანთ გემბანზე აიყვანეს.
სამწუხაროდ, საზღვაო ბრძოლისას "Cossack"-იც დაიბომბა და ჩაიძირა. ამის შემდეგ სემი ბრიტანეთის სამეფო ხომალდზე, "Ark Royal"-ზე გადაიყვანეს, სადაც... სწორად გამოიცანით, კიდევ ერთი გემის დაღუპვას გადაურჩა! ამ ფათერაკიანი თავგადასავლების შემდეგ სემი პენსიაზე გავიდა და ხმელეთზე ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახში დაიდო ბინა.
ფოტო: Catpedia
5. კუპატა
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ეს სია დამსახურებული ქართველი ცხოველის გარეშე როგორ წარმოგედგინათ?
ბათუმელი ცუგა კუპატა მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო, რომელშიც ის ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა და ავტომობილის უყურადღებო მძღოლებს უყეფდა.
ამის შემდეგ ცუგა ბათუმში, ერთ-ერთი შენობის კედელზე უზარმაზარი სტენსილითაც გამოსახეს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი უყიდეს, მალევე კი ვარსკვლავიც გაუხსნეს, როგორც ხალხის რჩეულს.
კუპატა 10 წლის განმავლობაში ულამაზებდა ცხოვრებას ბათუმის მცხოვრებლებს, თუმცა ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა და 2023 წელს ცისარტყელაზე გაემგზავრა.
შინაური ცხოველების მეგობრებს, ძაღლებისა და კატებისთვის საუკეთესო კვებისა და მოვლის შეთავაზებისთვის Petverse ეხმარება. Petverse ოთხფეხა მეგობრების ჰიპერპრემიუმ კლასის იტალიური საკვები ბრენდის, Farmina-სა და აქსესუარებისა და მოვლის საშუალებების ბელგიური ბრენდის, M-Pets-ის, დისტრიბუტორია საქართველოში. Farmina-ს ნუტრიციოლოგთან უფასო კონსულტაციით შეგიძლია შეურჩიო შენს ძაღლსა თუ კატას შესაბამისი საკვები. დაურეკე Farmina-ს ნუტრიციოლოგს ნომერზე: 032 211 20 12 ან ეწვიე Petverse-ის შოურუმს, მის: მერაბ კოსტავას #71.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
კომენტარები