NASA ეძებს ადამიანს, რომელიც პლანეტას უცხოპლანეტელებისგან დაიცავს
ფოტო: LIA KOLTYRINA
ძალიან მაგარი სამსახურია, არა? სუპერ-გმირული. დედამიწას იცავს უცხოპლანეტელების შემოჭრისგან. ალბათ საოცარი ფორმა გაქცია, სუპერ-გალაქტიკური იარაღი გაქვს... მთლად ასეც არა, მაგრამ ნასა რეალურად ეძებს „პლანეტური დაცვის ოფიცერს". ვაკანსიის შევსება აქედან შეგიძლიათ.
ეს პოზიცია საკმაოდ მაღალი რანგისაა და ხელფასიც კარგია - $187 ათასი! ისე, თუ გავალებენ, რომ დედამიწა უნდა დაიცვა უცხოპლანეტელების შემოჭრისგან, ძუნწებიც არ უნდა იყვნენ და კარგად უნდა გადაგიხადონ. არა?
ეს პოზიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც 1967 წელს „გარე კოსმოსის ხელშეკრულებას“ მოეწერა ხელი. ის ადამიანებს ავალდებულებს, რომ კოსმოსის გამოკვლევისას არ დააბინძურონ პლანეტები, მთვარეები ან სხვა ობიექტები და, ყველაზე მთავარი, არ დააბინძურონ დედამიწა კოსმოსიდან შემოსული არამიწიერი მიკრობებით.
ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერ კოსმოსურ მისიას თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიეცემა, თუ უცხო პლანეტის დაბინძურების შანსი ერთია 10 ათასიდან.
„პლანეტური დაცვის ოფიცრად“ სრულ განაკვეთზე, ამჟამად, ორი ადამიანი მუშაობს - ერთი NASA-ში, მეორე კი ESA-ში (ევროპის კოსმოსური სააგენტო). ასე რომ, ექსკლუზიურ სამსახურს გთავაზობთ, რომელშიც უნარ-ჩვევები და გამოცდილება სპეციფიკურია. დამშვიდდით, არავინ მოგთხოვთ უცხოპლანეტელებისგან პლანეტის დაცვაში სტაჟს.
აუცილებელია მაღალი აკადემიური ხარისხი მეცნიერებაში, ინჟინერიაში ან მათემატიკაში ან კომბინაცია სამუშაო გამოცდილებასთან, მინიმუმ ერთი წელი უნდა გქონდეთ ნამუშევარი მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე, უნდა გქონდეთ დიდი გამოცდილება ინჟინერიაში და ღრმა ცოდნა პლანეტის დაცვის სფეროში. ასევე უნდა დაამტკიცოთ, რომ გაქვთ უნარი დაგეგმოთ, თვალყური ადევნოთ და აღასრულოთ ნაციონალური მნიშვნელობის კოსმოსური პროგრამები.
პოზიცია მოიცავს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას კოსმოსური სადგურების სანახავად იმ აღჭურვილობების შესასწავლად, რომელიც მომავალი მისიებისთვის იქნება გამოყენებული: მაგალითად, Mars 2020 ან Europa Clipper.
მინდა გახაროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სულ ტყუილად წაიკითხეთ ამდენი: ამ პოზიციაზე რომ დაინიშნოთ, ამერიკის მოქალაქე უნდა იყოთ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები