თეგეტას მორიგი, 30-მილიონიანი, მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს
ფოტო: თეგეტა
- ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
თეგეტა ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 5 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. მიმდინარე ემისია 2024 წლის მაისში დამტკიცებული 30-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის მეორე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანშის მოცულობა 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა, საიდანაც 7 მილიონი ევროს ობლიგაციები მაისშივე განთავსდა.
ევროს ვალუტაში ემიტირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 6.75%-ით განისაზღვრება, აშშ დოლარის ობლიგაციებისათვის კი — 8.5%-ით. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის. მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც და არარეზიდენტებისთვისაც.
პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 სავალუტო ერთეულია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი ორი წლის თავზე დაიფარება.
მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი — “წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი კიდევ ერთი მულტისავალუტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოვუშვით. ეს არის თეგეტას მორიგი ემისია, რომელიც მათ შორის ფიზიკური პირებისთვისაცაა განკუთვნილი. თეგეტა ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. სწორედ მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ემისია, რომელშიც ფიზიკური პირებიც მონაწილეობენ, უკვე მეათედ განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ თეგეტას ობლიგაციონერების რაოდენობა ინტენსიურად მატულობს. ემისიის შემდგომ გამოთავისუფლებული სახსრები კი კომპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას ხმარდება“.
მიმდინარე მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად გათვალისწინებულია 30 მილიონი ევროს ეკვივალენტის განთავსება. ემისიის შემდგომი ეტაპები, კომპანიის საჭიროების შესაბამისად, ევროში, დოლარში ან ლარში გამოიცემა და უახლოესი ერთი წლის ვადაში განხორციელდება.
მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი — “მოხარული ვართ, რომ თეგეტა ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამა ჩვენი მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს. ევროსა და დოლარის ობლიგაციების გამოშვებით, როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ემისიის შედეგად მიღებული ფინანსური რესურსით კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას შეძლებს. აღნიშნული მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალისა და თეგეტა ჰოლდინგის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“.
დღევანდელი მდგომარეობით თეგეტა ჰოლდინგს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 360 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდები აქვს განთავსებული. თეგეტას ობლიგაციები დალისტულია საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში და ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც თეგეტა ჰოლდინგმა ქართულ კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტი 2023 წლის ივნისში თიბისი კაპიტალი იყო.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები